ფეხბურთი

14:56 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭანტურია 90 წუთში: აქტიურობა და საგოლე პასი (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის IX ტურის სასტარტო მატჩში გიორგი ჭანტურიას “ურალმა” სტუმრად ქულა მოიპოვა “ტომთან” – 1:1. ამაში ქართველი შემტევმა დიდი წვლილი შეიტანა. 45-ე წუთზე, როდესაც “ურალი” 0:1 აგებდა, გიორგიმ კუთხური ჩააწოდა და პაბლო ფონტანელომ კი, ანგარიში გაათანაბრა. მეორე ტაიმში ანგარიში აღარ შეცვლილა.

ჭანტურია მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე შეცვალა "ურალის" თავკაცმა, როცა ყველაფერი გარკვეული გახლდათ. ქართველი გარდა საგოლე პასისა, აქტიურობითაც გამოირჩა. განსაკუთრებით კარგად მან პირველი 45 წუთი ჩაატარა. ერთ ეპიზოდში კარგი მომენტი ჰქონდა, კარშიც დაარტყა სახიფათოდ, მაგრამ მეკარემ ბოლო მომენტში ფეხით შესძლო მოგერიება. 51-ე წუთზე იგი გაფრთხილებასაც გამორჩა.

გიორგიმ ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო მოედანზე მყოფ ფეხბურთელთაგან (7.0) თანაგუნდელ პაბლო ფონტანელოს შემდეგ (7.5).

9 ტურის მერე “ურალს” 9 ქულა აქვს და მეთერთმეტე ადგილზე იმყოფება. ქართველმა შემტევმა კი, ზედიზედ მესამე მატჩი ჩაატარა ძირითად შემადგენლობაში.

0.119348