ფეხბურთი

12:46 | 1.10.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისელები ვენგერს იდეალურ კანდიდატად მიიჩნევენ

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გლენმა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე არსენ ვენგერი იდეალურ კანდიდატად მოიხსენია.

“ვენგერი უდავოდ იდეალური კანდიდატია ინგლისის ნაკრებისთვის. ჩვენ მის და კიდევ რამდენიმე სპეციალისტის კანდიდატურას განვიხილავთ” - ციტირებს გლენის სიტყვებს Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირაში ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი სემ ელერდაისმა დატოვა, მას შემდეგ, რაც ის ჟურნალისტებმა კორუფციაში ამხილეს. სანამ საფეხბურთო ასოციაცია მის შემცვლელს იპოვის, ინგლისელებს დროებით გარეტ საუთგეიტი ხელმძღვანელობს.

ბირტანელი ჟურნალისტები ინგლისის ნაკრების გაწვრთნის პერსპექტივაზე ლონდონის “არსენალის” თავკაცსაც დაეკითხნენ. ვენგერმა არ დამალა, რომ მისთვის ეს სამუშაო საინტერესოა და მომავალში ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ახლა მხოლოდ “არსენალზე” ფიქრობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვენგერი “არსენალში” ამ სეზონს დაასრულებს და ინგლისის ნაკრებს ზაფხულიდან ჩაუდგება სათავეში.

0.118613