ფეხბურთი

22:51 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტინესმა ბელგიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის 25-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ესპანელი სპეციალისტის გუნდი ბოსნიის და გიბრალტარის ნაკრებებს 7 და 10 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

ბელგიის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, მარტინესის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ტიბო კურტუა ("ჩელსი", ინგლისი), მატს ზელსი ("ნიუკასლი", ინგლისი), სიმონ მინოლე ("ლივერპული", ინგლისი).

მცველები: ტობი ალდერვეირელდი, იან ვერტონგენი (ორივე "ტოტენჰემი", ინგლისი), ჯორდან ლუკაკუ ("ლაციო", იტალია), ტომას მენე ("ბრიუგე"), ლორან სიმანი ("მონრეალი", აშშ), კრისტიან კაბასელე ("გენკი"), ნიკოლას ლომბერტსი ("ზენიტი", რუსეთი).

ნახევარმცველები: ნასერ შადლი ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), სტივენ დეფური ("ბარნლი", ინგლისი), მუსა დემბელე ("ტოტენჰემი", ინგლისი), მარუან ფელაინი ("მანჩესტერ იუნაიტედი", ინგლისი), რაჯა ნაინგოლანი ("რომა", იტალია), აქსელ ვიტსელი ("ზენიტი", რუსეთი).

თავდამსხმელები: მიში ბატშუაი ("ჩელსი"), კრისტიან ბენტეკე ("კრისტალ პალასი", ინგლისი), დივოკ ორიჯი ("ლივერპული", ინგლისი), იანიკ ფერეირა-კარასკო ("ატლეტიკო", ესპანეთი), ტორგან აზარი ("გლადბახი", გერმანია), ედენ აზარი ("ჩელსი", ინგლისი), რომელუ ლუკაკუ ("ევერტონი", ინგლისი), დრის მერტენსი ("ნაპოლი", იტალია), კევინ მირალეში ("ევერტონი", ინგლისი).

0.110601