ფეხბურთი

20:40 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი მუტუსა და კარეუს გაუთანაბრდა

“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი ფორვარდი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მორიგი მიღწევის ავტორი გახდა. საქმე ისაა, რომ 34 წლის თავდამსხმელმა გუშინ ევროპა ლიგაზე “მანჩესტერის” მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა და გახდა ფეხბურთელი, რომელსაც ევროტურნირებზე 7 სხვადასხვა გუნდის რიგებში აქვს გატანილი გოლი.

აქამდე ზლატანს ევროასპარეზზე “აიაქსის”, “იუვენტუსის”, “ინტერის”, “ბარსელონას”, “მილანისა” და პსჟ-ს შემადგენლობაში გამოეჩინა თავი, ახლა კი, ხსენებული გუნდების რიცხვს “იუნაიტედიც” შეუერთდა.

სხვათა შორის, იბრაჰიმოვიჩი ამ მხრივ ერთადერთი ფეხბურთელი არაა – ზუსტად იგივე მაჩვენებელი კიდევ ორ მოთამაშეს აქვს: ნორვეგიელ ჯონ კარეუსა და რუმინელ ადრიან მუტუს, რომელთაც თავის დროზე ასევე 7-7 გუნდის რიგებში გაუტანიათ ევროტურნირებზე.

0.876346