იტალიის ვიცე-ჩემპიონ “ნაპოლის” წამყვანი ცენტრალური მცველი რაულ ალბიოლი დაუშავდა. როგორც ნეაპოლიტანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 30 წლის ცენტრალურ მცველს 3 კვირა გაუცდება.
ესპანელმა ფეხბურთელმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგაზე “ბენფიკასთან” მატჩში მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე მე-11 წუთზე მაკსიმოვიჩი შევიდა. როგორც გამოკვლევამ აჩვენა, ალბიოლის დაზიანება საკმაოდ სერიოზული გამოდგა.
რაულ ალბიოლი “ნაპოლის” ღირსებას 2013 წლიდან მოყოლებული იცავს და დღემდე სასტარტო თერთმეტეულის მუდმივი წევრია.