ფეხბურთი

11:26 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” სკრიბესთან კონტრაქტი გაწყვიტა

საქართველოს ჩემპიონის “დინამო” თბილისის რიგები ფრანგმა მეკარემ ანტონი სკრიბემ დატოვა. როგორც თბილისური კლუბის პრესსამსახური იტყობინება, მხარეებს შორის მოქმედი კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყდა.

28 წლის ფეხბურთელი “დინამომ” ამ ზაფხულს დაიმატა და ევროტურნირების შეხვედრებში გუნდის კარს ის იცავდა. მას შემდეგ, რაც თბილისელები ჯერ ჩემპიონთა ლიგას, მერე კი ევროპის ლიგასაც გამოეთიშნენ, სკრიბემ სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, ძირითად შემადგენლობაში ადგილი კი გიორგი ლომაიამ დაიკავა.

ლეგიონერებიდან, რომლებიც “დინამოს” ზაფხულში შეუერთდნენ, ამჟამად გუნდში მხოლოდ ბულგარელი ნახევარმცველი სტეფან ველევი ირიცხება. ევროტურნირებზე წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ გუნდის დატოვება მოუწიათ მარტინიკელ შემტევს მატიას კურიეს და ხორვატ მცველს მატია შპიჩიჩს. ცოტა ხნის წინ “დინამომ” მთავარი მწვრთნელთან იურაი იარაბეკთანაც გაწყვიტა ხელშეკრულება და თბილისელებს უახლოეს შეხვედრებში თამაზ სამხარაძე უხელმძღვანელებს.

0.120915