ფეხბურთი

10:29 | 30.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

საფრანგეთი საქართველოს წინააღმდეგ ვარსკვლავური შემადგენლობით

საფრანგეთის 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა, რომელიც საქართველოს ამავე ასაკობრივ გუნდთან ამხანაგურად ითამაშებს, ცნობილია. “პატარა მამლების” სიაში არაერთ ცნობილ გვარს ამოიკითხავთ: ადრიენ რაბიო პსჟ-დან, უსმანე დემბელე “დორტმუნდიდან”, რომლის რიგებშიც ჩინებულ სეზონს ატარებს.

აქვეა, მუსა დემბელე, “სელტიკის” ფორვარდი, რომელმაც ცოტა ხნის წინ, “ოლდ ფირმში” ჰეთ-თრიქი შეასრულა, ხოლო ორი დღის წინ ჩემპიონთა ლიგაზე “მანჩესტერ სიტისთან” დუბლი გაიფორმა. პიერ მანკოვსკის განკარგულებაში იქნებიან ლიონის “ოლიმპიკის” ძირითადის წევრები კორენტინ ტოლისო და მაქსველ კორნე. “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერი ტომას ლემარი... ეს, არასრული ჩამონათვალია, სრულ სიას კი, აქვე გთავაზობთ:

მეკარეები: ტომას დიდილონი (“მეცი”), მაიკ მაინანი (“ლილი”), რაულ ნარდი (“რენი”)

მცველები: ჯორდან ამავი (“ასტონ ვილა”, ინგლისი), ისა დიოპი (“ტულუზა”), ლუკას ერნანდესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), პრესენელ კიმპემბე (პსჟ), კლემენ ლენგლე (“ნანსი”), ბენჟამინ მენდი (“მონაკო”), ბენჟამინ პავარი (“შტუტგარტი”, გერმანია)

ნახევარმცველები: ტემუ ბაკაიოკო (“მონაკო”), ვინსენ კოზიელო (“ნიცა”), ტომას ლემარი (“მონაკო”), ადრიენ რაბიო (პსჟ), კორენტინ ტოლისო (“ლიონი”)

თავდამსხმელები: ჟან-კევინ აუგუსტინი (პსჟ), მაქსველ გნალი კორნე (“ლიონი”), მუსა დემბელე (“სელტიკი”, შოტლანდია), უსმანე დემბელე (“დორტმუნდი”, გერმანია), სებასტიან ჰალე (“უტრეხტი”, ჰოლანდია)

საფრანგეთისა და საქართველოს 21-წლამდე ნაკრებები ამხანაგურად 6 ოქტომბერს, ჰავრში, “სტად ოკეანეზე” გაეჯიბრებიან. მატჩი თბილისის დროით 20:45 საათზე დაიწყება.

0.116693