ფეხბურთი

22:53 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ ნაკრებს დაუბრუნდა

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული 24-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ევროპის ჩემპიონს დაუბრუნდა მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ტრავმის გამო ნაკრებში ევრო 2016-ის ფინალის შემდეგ ვერ თამაშობდა.

სანტუშის გუნდი 7 და 10 ოქტომბერს ანდორის და ფარერის კუნძულების ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება. ფერნანდუს რჩეულთა სია კი შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: რუი პატრისიო ("სპორტინგი"), ანტონი ლოპესი ("ლიონი", საფრანგეთი), მარაფონა ("ბრაგა").

მცველები: ანტუნესი (კიევის "დინამო"), ბრუნო ალვეში ("კალიარი', იტალია), სედრიკ სოარეში, ხოსე ფონტე (ორივე "საუთჰემპტონი", ინგლისი), ჟოაო კანსელო ("ვალენსია", ესპანეთი), პეპე ("რეალი", ესპანეთი), რაფაელ გერეირო ("დორტმუნდი", გერმანია).

ნახევარმცველები: ადრიენ სილვა ("სპორტინგი"), ვილიამ კარვალიო ("სპორტინგი"), ანდრე გომეში ("ბარსელონა", ესპანეთი), დანილო პერეირა ("პორტუ"), ჟოაუ მარიუ ("ინტერი", იტალია), ჟოაუ მოუტინიო ("მონაკო", საფრანგეთი), რენატუ სანშეში ("ბაიერნი", გერმანია).

თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ ("რეალი", ესპანეთი), ანდრე სილვა ("პორტუ"), ბერნარდო სილვა ("მონაკო"), ედერი ("ლილი", საფრანგეთი), გელსონ მარტინსი ("სპორტინგი"), ნანი ("ვალენსია", ესპანეთი), რიკარდო კუარეჟმა ("ბეშიქთაში", თურქეთი).

0.113737