ფეხბურთი

19:48 | 29.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

კოულმენმა საქართველოსთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

უელსის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კრის კოულმენმა ავსტრიასთან და საქართველოსთან გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. კარდიფში "ჯვაროსნების" წინააღმდეგ ვერ ითამაშებს აარონ რემზი, რომელიც ჯერჯერობით ფორმაში არაა.

გასული ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი 6 ოქტომბერს ავსტრიას დაუპირისპირდება, ხოლო სამი დღის მერე, თბილისის დროით 20:00 საათზე, უელსის და საქართველოს ნაკრებთა დაპირისპირება აიღებს სტარტს.

კოულმენის გაფართოებული შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: უეინ ჰენესი ("კრისტალ პალასი", ინგლისი), დენი უორდი ("ჰადერსფილდი", ინგლისი), ოუეინ ფონ უილიამსი ("ინვერნესი", შოტლანდია).

მცველები: ეშლი უილიამსი ("ევერტონი", ინგლისი), ჯეიმს ჩესტერი ("ასტონ ვილა, ინგლისი), ბენ დეივისი ("ტოტენჰემი", ინგლისი), ჯეიმს კოლინზი ("ვესტ ჰემი", ინგლისი), კრის განტერი ("რედინგი", ინგლისი), ნილ ტეილორი ("სუონსი"), პოლ დამეტი ("ნიუკასლი", ინგლისი), ეშლი რიჩარდსი ("კარდიფი", ინგლისი).

ნახევარმცველები: ჯო ლედლი (კრისტალ პალასი", ინგლისი), ჯო ალენი ("სტოკი", ინგლისი), დევი ედვარდსი ("ვულვერჰემპტონი", ინგლისი), ჯორჯ უილიამსი ("ფულემი", ინგლისი), ენდი კინგი ("ლესტერი, ინგლისი), ემირ ჰუვსი ("უიგანი", ინგლისი), შონ მაკდონალდი ("უიგანი", ინგლისი).

თავდამსხმელები: დევიდ კოტერილი ("ბირმინგემი", ინგლისი), ჰელ რობსონ-კანუ ("ვესტ ბრომვიჩი", ინგლისი), სემ ვოუკსი ("ბარნლი", ინგლისი), გარეტ ბეილი ("რეალი", ესპანეთი), ტომ ლოურენსი ("ლესტერი", ინგლისი).

0.109072