მაიკლ დიქსონი, რომელიც 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობდა, ახალ კლუბ ათენის აეკ-საც ჩინებულად შეეწყო.
აეკ-მა მორიგი საკონტროლო მატჩი სტამბოლის “გალათასარაის” 96:95 მოუგო, შეხვედრის გმირი სწორედ დიქსონი გახდა, რომელმაც 34 (!) ქულა ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ ათენელები ბოლო წამებზე მდევრის როლში იყვნენ, როდესაც მაიკლმა გამარჯვების მომტანი ორქულიანი მიითვალა.
8 ოქტომბერს, საბერძნეთის ჩემპიონატის პირველ ტურში ათენელები “აპოლონს” ესტუმრებიან.