2017 წლის ზაფხულამდე კიდევ კარგა ხანია დარჩენილი, მაგრამ კატალონიის “ბარსელონა” მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე ზრუნვას აქედანვე შეუდგა. როგორც ესპანური გამოცემა “მუნდო დეპორტივო” იტყობინება, “ბლაუგრანას” მთავარი სამიზნე დამდეგ ზაფხულს ერთადერთი ფეხბურთელი იქნება – პაულო დიბალა.
თუ როგორ აპირებს “ბარსა” 22 წლის არგენტინელისა და ტურინის “იუვენტუსის” დაყოლიებას, “მუნდო” არ აკონკრეტებს, თუმცა როგორც ირკვევა, ესპანეთში დიბალას გადასაბირებლად ლუის ენრიკეს გუნდი ყველა ღონეს იხმარს.
ცალკე საკითხია გაასხვისებს თუ არა “იუვე” პოლ პოგბას მერე კიდევ ერთ ლიდერს, რომელზეც ტურინული გრანდის ტიფოზებს მზე და მთავარე ამოსდით...