ფეხბურთი

16:53 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

17-წლამდელები: ქართველებმა პირველ ტურში ბულგარეთთან წააგეს

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მარცხით დაიწყო ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. ჯგუფის პირველ შეხვედრაში ქართველებმა 0:1 წააგეს ბულგარეთთან. ერთადერთი გოლი 35-ე წუთზე გავიდა, ილიან გრუევმა ("ვერდერის" ასაკობრივში თამაშობს) პენალტი გამოიყენა.

გურამ ასპინძელაშვილის გუნდი მომდევნო შეხვედრას ჯგუფის მასპინძელ ფინეთთან გამართავს, ხოლო ბოლო ტურში შვედეთს დაუპირისპირდება. ჯგუფიდან ორი გუნდი გავა ელიტ-რაუნდში. ტრადიციულად, ბოლო წლებში ქართველები 17-წლამდელებში პირველ საკვალიფიკაციო ეტაპს გადიოდნენ და იმედია, ამჯერადაც მოახერხებენ. შანსი შემცირდა, მაგრამ სკანდინავიელებთან შეხვედრები წინაა.

17-წლამდელები. ევროპის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი. პირველი ტური

ფინეთი, კამპელეს სტადიონი

საქართველო-ბულგარეთი 0:1 (0:1)

საქართველო: ბულესკირია, კვარაცხელია, გელაშვილი, ჯინჯოლავა, ჯავახიშვილი, მექვაბიშვილი (გაბუნია 70), დარცმელია, ოქროპირიძე (გულიაშვილი 51), ბაბუნაძე, დავითაშვილი, ივანიაძე (გრძელიძე 79)

სათადარიგოები: მამარდაშვილი; კაპანაძე, ხვედელიძე, ლორთქიფანიძე

მწვრთნელი: გურამ ასპინძელაშვილი

გოლები: 0:1 გრუევი (35 პენ)

გაფრთხილება: გელაშვილი (37), გავრილოვი (48)

მსაჯი: დიმიტრიოს მასიასი (კვიპროსი)

ფინეთი-შვედეთი თბილისის დროით 19:30 საათზე დაიწყება.

მომდევნო მატჩები: 30 სექტემბერი - შვედეთი-ბულგარეთი (15:00 სთ.), საქართველო-ფინეთი (19:30), 3 ოქტომბერი - შვედეთი-საქართველო 14:00, ბულგარეთი-ფინეთი (14:00).

0.120107