არც “მანჩესტერ იუნაიტედი”, არც “არსენალი”, არც “ლივერპული”, არც “ჩელსი”, არც “მანჩესტერ სიტი” - ინგლისის მოქმედი ჩემპიონი “ლესტერ სიტი” პირველი ინგლისური გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში საწყისი ორი მატჩის მოგება მოახერხა.
კლაუდიო რანიერის გუნდმა აღნიშნულ შედეგს გუშინ, პორტუგალიურ “პორტუსთან” მიაღწია, რომელსაც ისლამ სლიმანის ერთადერთი გოლით აჯობა. მანამდე კი შეგახსენებთ, ბელგიაში “ბრიუგე” გაანადგურა – 3:0.
აქვე გეტყვით, რომ ნისლიანი ალბიონის წარმომადგენლებიდან ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტი შეხვედრა “ლესტერს”, “მანჩესტერსა” და “ნიუკასლს” ჰქონდათ მოგებული, მაგრამ მეორე მატჩის მოგება მათგან მხოლოდ “მელიებმა” შესძლეს...