ფეხბურთი

14:03 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

შუბერტი: "მესის არყოფნას განსხვავებული ემოციით შევხვდით"

"გლადბახის" მთავარმა მწვრთნელმა ანდრე შუბერტმა "ბარსელონასთან" გასამართი ჩემპიონთა ლიგის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ გუნდი განსაკუთრებულად არ მოუმზადებია და მომავალ შეხვედრას მშვიდად ხვდება.

"გუნდი ისე მოვამზადე, როგორც სხვა მატჩებისას ხდება ხოლმე. ყველა ვაღიარებთ, რომ განსაკუთრებულ გუნდს ვხვდებით. მესის არყოფნასთან დაკავშირებით განსხვავებული ემოცია გვქონდა. არგენტინელის წინააღმდეგ თამაში გვსურდა. მსოფლიოს კლასის გუნდს ვეთამაშებით, თუმცა ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გარეშე არიან" - ციტირებს უეფას ოფიცილური ვებგვერდი შუბერტის სიტყვებს.

ანდრემ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გუნდის ყოფილი მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა იან სომერის სახით გამორჩეული გოლკიპერი ჩვენც გვყავსო.

0.108335