მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა "დორტმუნდთან" ფრედ დასრულებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა, თუმცა სასურველი შედეგი ვერ მიიღო და ამ ფაქტით იმედგაცრუებულია.
"დაცვაში და თავდასხმაში კარგად ვითამაშეთ და შანსებიც გვქონდა. უკვე სამი თამაშია ბოლოს მაინც იგივე ხდება. იმედგაცრუებული ვარ. ცუდი შედეგი არაა, მაგრამ მოთამაშეებმა ეს შედეგი არ დაიმსახურეს." - განაცხადა ფრანგმა.
ზიდანმა აღნიშნა, რომ "ლას პალმასთან" მის გუნდს კონცენტრაცია აკლდა, თუმცა არა დღევანდელ მატჩშიო. უკვე ზედიზედ სამი შეხვედრაა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ვერ იგებს.