"დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი ტომას ტუხელი მადრიდის "რეალთან" ფრედ (2:2) დასრულებული ჩემპიონთა ლიგის მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კმაყოფილი წარსდგა. გერმანელმა სპეციალისტმა თავისი გუნდი მებრძოლი ხასიათის გამო შეაქო.
"რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ. მატჩის ორჯერ შემოტრიალება ისეთი მსოფლიოს დონის გუნდის წინაშე, როგორიც "რეალია", ფაქტობრივად წარმოუდგენელია. პირველი ტაიმი კარგად ვითამაშეთ და ბევრი მომენტებიც გვქონდა. მეორე ნახევარში თავიდან მატჩზე კონტროლი დავკარგეთ, საბოლოოდ კი ფრეს მივაღწიეთ და გუნდის ბრძოლისუნარიანობით კმაყოფილი ვარ." - განაცხადა გერმანელმა სპეციალისტმა.