ფეხბურთი

11:23 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლამელა: “ტოტენჰემმა” დამსახურებლად გაიმარჯვა”

“ტოტენჰემის” შემტევმა ერიკ ლამელამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში გასვლაზე ცსკა-სთან (1:0) მოგებული მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ მისი გუნდი გამარჯვებას იმსახურებდა.

“ცსკამ კარგად ითამაშა. ჩვენ ძალან ძლერ მეტოქეს ვაჯობეთ. გოლის გატანა მატჩის დასრულებამდე 20 წუთით ადრე შევძელით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო, რაც პლეი-ოფში გასასვლელად დაგვეხმარება. ვფიქრობ, დამასახურებულად მოვიგეთ”- განაცხადა ერიკ ლამელამ.

“ტოტენჰემი” ჯგუფში სამი ქულით მეორე ადგილზე იმყოფება, პირველ ადგილს ორი ტურის შემდეგ 4 ქულით “მონაკო” იკავებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120985