ფეხბურთი

11:02 | 28.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის ნაკრების და ელერდაისის გზები გაიყარა

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ კორუფციულ სკანდალთან დაკავშირებით სემ ელერდაისის საქმე გამოიძია, ნაკრების მწვრთნელთან მოლაპარაკება გამართა და ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე სპეციალისტს კონტრაქტი გაუწყვიტა. აღნიშნული ინფორმაცია ასოციაციის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

ასე დასრულდა "დიდი სემის" 67-დღიანი მოღვაწეობა ინგლისის ეროვნულ გუნდში. ელერდაისი The Telegraph-ის ჟურნალისტური გამოძიების მსხვერპლი გახდა. ინგლისელს ბიზნესმენებად შენიღბული კორესპონდენდებისგან, რომლებსაც პრემიერლიგაში ტრანსფერებიდან სარგებლის მიღება უნდოდათ, 400 000 გირვანქა სტერლინგი უნდა მიეღო, სანაცვლოდ თავისი მდგომარეობის გამოყენებით მათ დაეხმარებოდა და კონსულტაციას გაუწევდა სატრანსფერო საკითხების წესების გვერდის ავლით მოგვარებაში. ამ ხაფანგს ელერდაისი წამოეგო და საბოლოოდ სამსახურის გარეშე დარჩა.

სემმა ბოდიში მოიხადა, აღნიშნა, რომ მან სამარცხვინო საქციელი ჩაიდინა და ეს ყველაფერი ფეხბურთის ასოციაციასთანაც მოინანია. აღნიშნული სკანდალის შემდეგ, ელერდაისის ნაკრებიდან წასვლა ყველაზე ლოგიკური შედეგი იყო. "დიდი სემი" "სამი ლომის" მწვრთნელი მხოლოდ ერთ მატჩში გახლდათ, სადაც ინგლისმა სლოვაკეთი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპზე სტუმრად 1:0 დაამარცხა.

სემის ნაცვლად ნაკრებს მომდევნო ოთხ მატჩში მალტის, სლოვენიის, შოტლანდიის და ესპანეთის წინააღმდეგ ახალგაზრდული გუნდის თავკაცი გარეტ საუთგეიტი უხელმძღვანელებს.

0.114679