დღეს, უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურმა აიღო სტარტი. დღის ცენტრალური მატჩი “დორტმუნდსა” და “რეალს” შორის, მოლოდინისამებრ თვალსასეირო და უხვგოლიანი გამოდგა. მასპინძლებმა ქულა ბოლო წუთებში გადაარჩინეს, “სამეფო კლუბმა” კი, მიჯრით მესამედ ითამაშა ფრედ. ზედიზედ მეორედ მოიგო “ლესტერმა” – ინგლისის ჩემპიონმა საკუთარ მოედანზე ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ითამაშა და წარმატებასაც მიაღწია. დამაჯერებლად მოიგეს ტურინის “იუვენტუსმა” და “კოპენჰაგენმა” – ერთმა ზაგრების “დინამო” გაანადგურა, მეორემ ბელგიური “ბრიუგე”.
E ჯგუფი
პირველ ტურში “მონაკომ” “უემბლიზე” აჯობა “ტოტენჰემს” და იგივეს გაკეთებას ლევერკუზენის “ბაიერთანაც” გეგმავდა, მაგრამ არ გამოუვიდა. ეგ კი არა, ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა ქულა ბოლო წამებზე გადაარჩინეს. თამაში საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და მოსაყოლის ბევრი არაფერია – მეორე ტაიმის შუაწელს ხავიერ ერნადესმა გერმანული გუნდი წინ გაიყვანა და ახლოსაც იყო “ბაიერი” პირველ სამ ქულასთან, მაგრამ კამილ გლიკის ულამაზესმა გოლმა “მონაკო” მეორე ტურის მერეც წაუგებლად და ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად დატოვა.
სხვათა შორის აღსანიშნავია, რომ “მონაკომ” “ლევერკუზენის” კარში სულ სამჯერ დაარტყა სამ შეხვედრაში და სამივე შემთხვევაში გოლი გაიტანა. ასე იყო დღეს და ასე იყო 2014-2015 წლების სეზონში. ანუ, “თავადები” “ფარმაცევტთა” კარის ჩარჩოში 100%-იანი შედეგიანობით ურტყამენ...
“მონაკო” – “ლევერკუზენი” 1:1 (0:0) მიმოხილვა
მონტე კარლო, “ლუი II”
მაყურებელი: 8 100
“მონაკო” (4-3-3): შუბაშიჩი; რაჯი, გლიკი, ჯემერსონი, სიდიბე; მოუტინიო, ბაკაიოკო (მბაპე 77), ფაბინიო; სილვა (ბოსკილია 81), ჟერმაინი (კარილიო 73), ლემარი
მწვრთნელი: ლეონარდო ჟარდიმი
“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; ჰენრიხსი, ტაჰი, ტოპრაკი, ბენდერი; არანგიზი, კამპლი; ვოლანდი (მეჰმედი 73), ჩალჰანოღლუ, ბრანდტი (კისლინგი 63); ჩიჩარიტო (ბაუმგარტლინგერი 90)
მწვრთნელი: როჯერ შმიდტი
გოლები: 0:1 ჩიჩარიტო (73), 1:1 გლიკი (90)
გაფრთხილება: ჯემერსონი (50) - ტაჰი (19), ტოპრაკი (50)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 10 (3) ბურთის ფლობა: 54%-46%კუთხურები: 6:7 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: დავიდ ფერნადესი (ესპანეთი)
ჯგუფის მეორე შეხვედრაში უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ლონდონის “ტოტენჰემმა”, რომელმაც მოსკოვში ცსკას აჯობა. ერთადერთი გოლი სამხრეთ კორეელმა სონმა გაიტანა – ეს აზიელის მეხუთე გოლია ამდენივე მატჩში – “ტოტენჰემის” ლიდერად ტრავმების ეპიდემიის ფონზე სწორედ ის ყალიბდება. აღვნიშნოთ, რომ ცსკა უშანსოდ არ ყოფილა, მაგრამ კლასმა თავისი გააკეთა და “მამლებმა” ლიგაზე პირველი სამი ქულა ირგუნეს.
A ჯგუფს ორი ტურის მერე “მონაკო” 4 ქულით ლიდერობს, “ტოტენჰემს” 3, “ლევერკუზენს” 2, ხოლო ცსკას 1 ქულა აქვს.
ცსკა – “ტოტენჰემი” 0:1 (0:0) მიმოხილვა
მოსკოვი, “ცსკა არენა”
მაყურებელი: 26 153
ცსკა (4-2-3-1): აკინფეევი; ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი (ა. ბერეზუცკი 46), იგნაშევიჩი, შენიკოვი; გოლოვინი, ვერნბლუმი; ტოშიჩი (ნათხო 72), ერემენკო, მილანოვი; ტრაორე
მწვრთნელი: ლეონიდ სლუცკი
“ტოტენჰემი” (4-3-3): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეიელდი, ვერტონგენი, დევისი; ერიკსენი, ვანიამა, ალი (ვინკსი 82); ლამელა, იანსენი (ნკუდუ 67), სონი
მწვრთნელი: მაურუსიო პოჩეტინიო
გოლი: 0:1 სონი (71)
გაფრთხილება: ერემენკო (37) – ვანიამა (11)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 22 (2) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 4:8 თამაშგარე: 4:4
მსაჯი: ანტონიო მატეუ (ესპანეთი)
F ჯგუფი
როგორც მოსალოდნელი იყო დიდებული სანახავი გამოდგა “სიგნალ იდუნა პარკზე” გამართული მატჩი. “დორტმუნდი” “რეალზე” უკეთ გამოიყურებოდა მთელი თამაში და სიმართლე რომ ვთქვათ, წაგებას არც იმსახურებდა. 87-ე წუთზე ანდრე შურლეს ყუმბარისებულ დარტყმას ბრწყინვალედ მოთამაშე კეილორ ნავასმა ვერაფერი მოუხერხა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. მანამდე, “სამეფო კლუბი” კრიშტიანუ რონალდუსა და რაფაელ ვარანის გოლებით ორჯერ იგებდა (შუალედში პიერ ემერიკ ობამეიანგმა გაათანაბრა).
აღსანიშნავია, რომ “რეალი” დორტმუნდს მეექვსედ ესტუმრა და ამ ქალაქში გამარჯვება ჯერაც სანატრელი აქვს. ისიც დავამატოთ, რომ კეილორ ნავასმა 8 სეივი განახორციელა, ამდენი ბურთი კი, ერთ თამაშში წლებია “რეალის” არცერთ კიპერს არ აუღია. აქვე, ზინედინ ზიდანი გუნდმა მიჯრით მესამე თამაში დაასრულა ფრედ. სამჯერვე “ბლანკოსის” მეტოქეები ყვითელი მაისურებით თამაშობდნენ (“დორტმუნდი”, “ლას პალმასი” და “ვილიარეალი”)...
“დორტმუნდი” – “რეალი” 2:2 (1:1) მიმოხილვა
დორტმუნდი, “სიგნალ იდუნა პარკი”
მაყურებელი: 65 849
“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, შმელცერი; ვეიგლი; დემბელე (პულიშიჩი 73), გიოტცე (შურლე 58), კასტრო, გუერეირო (მორი 77); ობამეიანგი
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, ვარანი, რამოსი, დანილო; მოდრიჩი, კროოსი, ხამესი (კოვაჩიჩი 69); ბეილი, ბენზემა (მორატა 88), რონალდუ
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 რონალდუ (17), 1:1 ობამეიანგი (43), 1:2 ვარანი (68), 2:2 შურლე (87)
გაფრთხილება: შმელცერი (50), ვაიგლი (74), გუერეირო (77), ობამეიანგი (90) – რამოსი (63)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (11) – 11 (4) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 1:4
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ამავე ჯგუფის მეორე მატჩში, როგორც მოსალოდნელი გახლდათ ლისაბონის “სპორტინგმა” ვარშავის “ლეგიას” ძალზე ადვილად აჯობა – 2:0. ანგარიშში სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა, რომ არა პორტუგალიელთა ლოიალური მიდგომა საქმისადმი. ბრაინ რუისმა და ბას დოსტმა ყველაფერი საწყის წუთებში გადაწყვიტეს და პოლონეთის ჩემპიონს შანსი არ მისცემია. პირველი ორი ტურიდან რაც ჩანს, “ლეგია” ლიგაზე ყველაზე სუსტი გუნდია ზაგრების “დინამოსთან” და “ბრიუგესთან” ერთად.
რაც ჩვენ გვაინტერესებს “ლეგიასთან” მიმართებაში ყველაზე მეტად: ვაკო ყაზაიშვილი ამჯერად 18 კაციან განაცხადშიც არ იმყოფებოდა...
F ჯგუფს “დორტმუნდი” და “რეალი” 4-4 ქულით ლიდერობენ, “სპორტინგს” სამი ქულა აქვს, “ლეგიას” ბუნებრივია – 0.
“სპორტინგი” – “ლეგია” 2:0 (2:0) მიმოხილვა
ლისაბონი, “ჟოზე ალვალადე”
მაყურებელი: 40 094
“სპორტინგი” (4-4-2): რუი პატრისიო; პერეირა, სემედო, კოატეში, ჯეფერსონი; მარტინსი (კემპბელი 76), ადრიენ სილვა, კარვალიო, ბრუნო სეზარი (მარკოვიჩი 67); ბრაიან რუისი (პეტროვიჩი 87), დოსტი
მწვრთნელი: ჟორჟე ჟესუსი
“ლეგია” (4-2-3-1): მალარზი; ბერესჟინსკი, ჩზერვინსკი, რჟენიჩზაკი, ჰლუსეკი; იოდლოვეცი, მულინი (კოპცჟინსკი 86); ლანგილი (ალექსანდროვი 46), რადოვიჩი, გილერმე; ნიკოლიჩი (ოჯიჯა 60)
მწვრთნელი: იაცეკ მაგიერა
გოლები: 1:0 ბრაიან რუისი (28), 2:0 დოსტი (37)
გაფრთხილება: გილერმე (39), რზენიჩჟაკი (87)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (5) – 6 (0) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 8:3 თამაშგარე: 6:5
მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)
G ჯგუფი
დანიის ჩემპიონი “კოპენჰაგენი” ბრწყინვალე ფეხბურთს აჩვენებს და სულაც არ იქნება გასაკვირი თუ თებერვალშიც ვიხილავთ ლიგაზე. სტალე სოლბაკენის გუნდმა ამჯერად ბელგიის ჩემპიონი “ბრიუგე” გააცამტვერა – 4:0. პირველი ტაიმი სტუმრებმა გაძლეს, მაგრამ მეორე ნახევარში დანიელთა მონდომებამ თავისი გაიტანა. განსაკუთრებით ლამაზი მეორე გოლი გამოდგა: კაპიტანმა დელანიმ შორიდან ისეთი გაიტანა, ბევრჯერ რომ ნახოთ, მაინც არ მოგბეზრდებათ. სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა, “კოპენჰაგენს” მომენტები უკეთ რომ გამოეყენებინა და მათ შორის, პენალტიც გაეტანა. დავამატოთ, რომ დანიის ჩემპიონი მაისის თვიდან მოყოლებული დაუმარცხებელია.
“კოპენჰაგენი” – “ბრიუგე” 4:0 (0:0) მიმოხილვა
კოპენჰაგენი, “პარკენი”
მაყურებელი: 25 605
“კოპენჰაგენი” (4-4-2): ოლსენი; ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტუნსონი; ვერბიჩი (ტუტუ 67), დელანი, კვისტი, ფალკი (ამანკვა 84); კორნელიუსი, სანტანდერი (პავლოვიჩი 79)
მწვრთნელი: სტალე სოლბაკენი
“ბრიუგე” (4-4-2): ბუტელე; ვან რინი, პულანი, დენსვილი, დე ბოკი; ვორმერი; კლაუდემირი, სიმონსი, ვანაკენი (ლიმბომბე 46); ვოსენი (და სილვა 63), იზკუიერდო (გოდოზი 79)
მწვრთნელი: მიშელ პრიუდომი
გოლები: 1:0 დენსვილი (54, ა.გ), 2:0 დელანი (64), 3:0 სანტანდერი (69), 4:0 იორგენსენი (90)
გაფრთხილება: იორგენსენი (56) – ვორმერი (58), კლაუდემირი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (10) – 6 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 7:1 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
ინგლისის ჩემპიონს პრემიერლიგაში უჭირს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად ასპარეზობს – 2 თამაში, 2 მოგება, არცერთი გაშვებული გოლი. “მელიებმა” ამჯერზე შინ გამოცდილ “პორტუს” აჯობეს. ისლამ სლიმანისთვის “პორტუს” კარის აღება უცხო სულაც არ იყო და სწორედ მან გაიტანა იკერ კასილიასის კარში ერთადერთ გოლი. სლიმანმა მხოლოდ 2016 წელს კასილიასს და “პორტუს” 6 გოლი გაუტანა...
აღვნიშნოთ, რომ “ლესტერი” პირველი ინგლისური გუნდი შიექნა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო ორივე თამაში მოიგო.
G ჯგუფს “ლესტერ სიტი” ლიდერობს 6 ქულა, 4 აქვს “კოპენჰაგენს”, “პორტუს” 1, ხოლო “ბრიუგე” უქულოდაა და ალბათ მეოთხე ადგილს ვერც მოშორდება.
“ლესტერი” – “პორტუ” 1:0 (1:0) მიმოხილვა
ლესტერი, “კინგ პოუერ სთედიუმი”
მაყურებელი: 31 805
“ლესტერი” (4-4-2): შმეიხელი; ერნანდესი, მორგანი, ჰუტი, ფუხსი; მაჰრეზი (გრეი 88), დრინკუოთერი, ამარტეი, ალბირგტონი; ვარდი (მუსა 90), სლიმანი (კინგი 82)
მწვრთნელი: კლაუდიო რანიერი
“პორტუ” (4-3-3): კასილიასი; ლაიუნი, ფელიპე, მარკანო, ალექს ტელეში; ანდრე ანდრე (ერერა 63), დანილო, ოლივერ ტორესი (კორონა 78); ანდრე სილვა, ადრიან ლოპესი (ჟოტა 63), ოტავიო
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტუ
გოლები: 1:0 სლიმანი (25)
გაფრთხილება: ვარდი (24), სლიმანი (32), ჰუტი (54) – ფელიპე (21), ანდრე სილვა (23), პერეირა (49)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (3) – 12 (4) ბურთის ფლობა: 41%-59% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: ჩუნეთ ჩაქირი (თურქეთი)
H ჯგუფი
“სევილიამ” “ლიონს” 1:0 აჯობა ბენ იადერის გოლით – ფეხბურთელის, რომელმაც “ლიონის” კარში კარიერაში მეექვსე გოლი გაიტანა. ეს მეორე ტაიმის სტარტზე მოხდა. მერე ლუსიანო ვიეტომ პენალტიც გააფუჭა, თორემ “სევილიელ დალაქთა” უპირატესობა უფრო დიდი იქნებოდა. ისე სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ “ლიონსაც” ჰქონდა რამდენიმე კარგი შანსი, უბრალოდ განგებამ ისე ინება, რომ გოლი ფრანგებმა ვერ შეაგდეს.
“სევილია” – “ლიონი” 1:0 (0:0) მიმოხილვა
სევილია, “რამონ სანჩეს პისხუანი”
მაყურებელი: 36 741
“სევილია” (4-4-2): სერხიო რიკო; ფერეირა, მერკადო (კოლოჯეჩიაკი 87), პარეხა, ესკუდერო; ნასრი, ნზონზი, ვასკესი (იბორა 59), ვიტოლო; ბენ იადერი (სარაბია 82), ვიეტო
მწვრთნელი: ხორხე სამპაოლი
“ლიონი” (3-5-2): ლოპესი; იანგა-მბივა (ვალბუენა 70), ნკულუ, მორელი; გასპარი (გეძალი 79), ტოლისო, გონალონსი, დარდე, რიბუსი; ფეკირი (კალულუ 70), კორნე
მწვრთნელი: ბრუნო გენესიო
გოლი: 1:0 ბენ იადერი (53)
გაფრთხილება: პარეხა (56), მერკადო (84) – გასპარი (71), გონალონსი (72), კორნე (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (7) – 15 (4) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 5:2
მსაჯი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)
ტურინის “იუვენტუსმა” პირველ ტურში გამოუყენებელი მომენტები ზაგრებში “დინამოსთან” გამოიყენა. “იუვემ” მეტოქეს ცალი ფეხით აჯობა და ჯგუფს სათავეში ჩაუდგა. როგორც იქნა გოლი გაიტანა პაულო დიბალამ, პირველი ამ სეზონში, თან როგორი?! მის გარდა მირალემ პიანიჩმა და გონსალო იგუაინმაც იხეირეს. სხვათა შორის, იგუაინმა ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრაში გოლი ხუთ წლიანი პაუზის მერე გაიტანა. ბოლოს "პიპიტას" 2011 წელს, "აიაქსისა" და "რეალის" მატჩში გაეტანა ამსტერდამში. მეოთხე გოლი ასე გავიდა: დანი ალვეშის ჯარიმის მერე ხორვატთა მეკარე სემპერმა ავტოგოლი მიითვალა. აღსანიშნავია, რომ “ბებერ სინიორას” ბურთის ფლობა 72% ჰქონდა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი, ბოლოს იტალიურ გრანდს ჩემპიონთა ლიგაზე 2004 წელს ჰქონდა.
H ჯგუფს “იუვენტუსი” და “სევილია” ლიდერობენ 4-4 ქულით, “ლიონს” 3 ქულა აქვს, ხოლო ზაგრების “დინამოს” – 0.
“დინამო” (ზაგრები) – “იუვენტუსი” 0:4 (0:2) მიმოხილვა
ზაგრები, “მაქსიმირი”
მაყურებელი: 23 875
“დინამო” (4-3-3): სემპერი; სიტუმი, სიგალი, შილდენფელდი, პივარიჩი; ანტოლიჩი (მაჩადო 72), ბენკოვიჩი, ჟონასი (ფიოლიჩი 48); სუდანი, ფერნანდესი (ჰოჯიჩი 58), პავიჩიჩი
მწვრთნელი: ჟელიკო სოპიჩი
“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი (ბარძალი 68), ბონუჩი, კიელინი; დანი ალვეში, ხედირა, ერნანესი, პიანიჩი (კუადრადო 46), ევრა; დიბალა, იგუაინი (მანჯუკიჩი 71)
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
გოლები: 0:1 პიანიჩი (24), 0:2 იგუაინი (31), 0:3 დიბალა (57), 0:4 სემპერი (85, ა.გ)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 4 (0) – 15 (6) ბურთის ფლობა: 28%-72% კუთხურები: 0:6 თამაშგარე: 1:1
მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)