კალათბურთი

23:58 | 27.09.2016 | ნანახია 4129 - ჯერ

ევრობასკეტ-2017-ის წილისყრა: საქართველო მე-4 კალათაში იქნება

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის (22 ნოემბერს, სტამბულში) დროს მე-4 კალათაში იქნება. ეს ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა, განთესვის სქემა უკვე გაჩნდა ისლანდიურ და პოლონურ წყაროებში და ის რეალობასთან საკმაოდ ახლოს დგას.

როგორც ირკვევა, საქართველოს ნაკრები მე-4 კალათაში რუსეთთან, სლოვენიასთან და უნგრეთთან ერთად იქნება, რაც იმაც ნიშნავს, რომ ევრობასკეტ-2017-ზე ამ გუნდებიდან მეტოქედ ვერცერთი ერგება.

სრულ განთესვას აქვე გაეცნობით, ჩვენ კი შეგახსენებთ, რომ მომავალი ტურნირი გაისად 31 აგვისტოდან 17 სექტემბრამდე შედგება, მასპინძელი კი 4 ქვეყანა იქნება: თურქეთი, ფინეთი, ისრაელი და რუმინეთი.

შეჯიბრის ფორმატის თანახმად, ფინალურ ეტაპზე გასული 24 ნაკრები ოთხ ექვსგუნდიან ჯგუფში გადანაწილდება, ჯგუფების ოთხ-ოთხი საუკეთესო კი მერვედფინალში თამაშის უფლებას მიიღებს.


კომენტარები (11)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:35 | 28.09.2016
kila (557)

სად ვნახო სრული განთესვა კალათებში?

17:02 | 28.09.2016
BEERTRANCE (97819)

სტატიაშივეა მეორე სურათზე

13:34 | 28.09.2016
shakooo7 (2507)

ლიტვა
ლატვია
ისრაელი
საქართველო
გერმანია ან პოლონეთი~
ლუბოი

12:16 | 28.09.2016
datomadrid (102)

ლიტვა,ჩეხეთI,ფინეთი,საქართველო,ბელგია,რუმინეთი.საქართველო პირველი ან მეორე ადგილით გადის მერვედფინალში.ასეა ეს.

13:29 | 28.09.2016
shakooo7 (2507)

ფინეთი და რუმინეთი ერთ ჯგუფში ვერ მოხვდება

13:55 | 28.09.2016
datomadrid (102)

ამათ ფინეთი მესამე კალათაში უწერიათ და რუმინეთი მეექვსეში.იმიტომ დავწერე ბრატ,გაიხარე.ისე ნებისმიერ წილისყრის შედეგისას ჯგუფიდან გასვლაში არანაირად არ მეპარება ეჭვი რაც არ უნდა ძლიერ ჯგუფში მოვხვდეთ,პირველი-მეორე ადგილით გასვლა იმიტომ მინდა რომ მერვედფინალშიც ადვილად გადასალახი მოწინააღმდეგე შეხვდეთ ჩვენს ლომებს.

14:23 | 28.09.2016
datomadrid (102)

შეიძლება იმას გულისხმობ რომ ფინეთი და რუმინეთI შესარჩევშიც ერთ ჯგუფში იყვნენ და ეკრძალებათ ისევ ერთ ჯგუFში ყოფნა,ეგ წესი თუ მოქმედებს უკეთესი ავცდენილვართ მონტენეგროს და ეგაა.გაიხარე ბრატ.

15:09 | 28.09.2016
shakooo7 (2507)

მაგიტომ არა მასპინძლებია ორივე და ერთად არ მოახვედრებენ

16:02 | 28.09.2016
datomadrid (102)

მართალი ხარ,მაგას აღარ დავკვირვებულვარ,კარგი მაშინ ჩემს ვარიანტშI რუმინეთის ნაცვლად ისლანდიას ავირჩევ,გაიხარე ბრატ.

11:52 | 28.09.2016
BEERTRANCE (97819)

ჯგუფში რო გავსულიყავით მეორე ადგილზე ვიქნებოდით მე-6 კალათაში დიდი ალბათობით.

ახლა ღრუსეთს და სლოვენიას ავცდით. V-დან მონტენეგრო არ გვინდა, დანარჩენებს წესით უნდა ვაჯობოთ. VI-დანაც ნებისმიერს უნდა ვაჯობოთ. თავისთავად თუ უაზრო დაკარგვები არ გვექნა.

11:17 | 28.09.2016
Buratino (3505)

მშვენიერია! როგორც ჩანს მონტენეგროს დამარცხებამ და ჯგუფში ჩვენმა პირველობამ ფიბას ბოსებიც დააფიქრა და აიძულა ჩვენთვის ანგარიში გაეწიათ. ახლა მთავარია რომ ცოტათი იღბალმაც (კენჭისყრამ) ხელი შეგვიწყოს. ამჯერად ნაღდად არ მსურს ჩვენს ჯგუფში მონტენეგრო მოხვდეს. ჩემი აზრით, საუკეთესო ვარიანტი იქნება: ლიტვა (I კალათიდან), ლატვია ან ჩეხეთი (II კალათიდან), ნებისმიერი გუნდი ხორვატიის გარდა (III კალათიდან), საქართველო (IV კალათიდან), ბელგია ან პოლონეთი (V კალათიდან), ნებისმიერი გუნდი (VI კალათიდან).
ყველაზე უარესი ვარიანტია: ესპანეთი ან საფრანგეთი (I კალათა), ბერძნები ან იტალია (II კალათა), ხორვატია (III კალათა), საქართველო (IV კალათა), გერმანია ან მონტენეგრო (V კალათა), დიდი ბრიტანეთი ან უკრაინა (VI კალათა)

11:50 | 28.09.2016
BEERTRANCE (97819)

გერმანიამ არა მგონია რამე ქნას ევროპაზე.

10:52 | 28.09.2016
Chat shit get banged (1127)

აი სად გამოგვადგა მონტენეგროსთან მოგება და ბურთების სხვაობა. ყოველთვის ბოლომდე ბრძოლაა საჭირო.

11:07 | 28.09.2016
Buratino (3505)

მართალი ხარ

10:35 | 28.09.2016
BEERTRANCE (97819)

იმედია წილისყრა არ გაგვწირავს და გამოვიყენებთ ოქროს თაობის ბოლო შანსს.

11:08 | 28.09.2016
Buratino (3505)

100%

10:06 | 28.09.2016
skorpio (661)

დაცერე დაცერე...რეალის მაიმუნი დედაც რა

01:04 | 28.09.2016
ბაგი-რეი (2264)

ტოტენჰემი 2.კოპენჰაგენი 1. სევილია 1. სპორტინგი 1. იუვენტუსი 2. რეალი 2. ზუსტად იგივე როლი ითამაშა როგორც ლასპალმასთან. და მაშინ დავწერე რეალის დდშვც და ახლაც მინდა დავწერო და ხო არ ტეხავს?

00:51 | 28.09.2016
ბაგი-რეი (2264)

ეხ მარტო რეალმა გატეხა 41 კუში. ისევ რეალი. ისევ 87 წუთზე.

00:16 | 28.09.2016
oto_oto (3739)

წილისყრა როდისაა რომ მიგეთითებიათ კარგი იქნებოდა

12:19 | 28.09.2016
datomadrid (102)

22ნოემბერს სტამბულში,უწერიათ ფრჩხილებში.

0.139497