ფეხბურთი

19:40 | 27.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“როსენბორგი” ნაადრევად გაჩემპიონდა

ნორვეგიის ჩემპიონატის დასრულებამდე ჯერ კიდევ ხუთი ტურია დარჩენილი, თუმცა ქვეყნის ჩემპიონი უკვე ცნობილია – “როსენბორგი”. ტრონჰეიმელებმა მიჯრით მეორედ, ისტორიაში კი, 24-ედ მოიგეს ჩემპიონის ტიტული.

კარე ინგებრიგტსენის შეგირდებმა მორიგი ტიტული ტიპელიგის ბოლო ტურში “მოლდესთან” 3:1 მოგებულ შეხვედრაში გაინაღდეს. ამჟამად, “როსენბორგი” თავის ორ უახლოეს მდევარს, “ბრანსა” და “ოდ გრელანდს” შესაბამისად 18 და 20 ქულით უსწრებს, რაც ბუნებრივია 5 ტურში ვერ აღმოიხვრება.

წინა 25 მატჩიდან ტრონჰეიმის გუნდმა 19 მოიგო, 5-ჯერ ფრე ითამაშა და ერთადერთხელ დამარცხდა. აქვე, ისიც აღვნიშნოთ, რომ ამ გუნდს ოქროს ხანა მეოცე საუკუნის მიწურულსა და 21-ეს დასაწყისში ედგა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე გამუდმებით ასპარეზობდა და ვერ ვიტყვით, რომ იქ თავს ირცხვენდა...

თეგებიროსენბორგი
0.112634