33 წლის ამერიკელმა გამთამაშებელმა მო უილიამსმა კარიერა დაასრულა, აღნიშნულ ინფორმაციას “კლივლენდ კავალიერსის” გენერალური მენეჯერი დევიდ გრიფინი ავრცელებს.
მო უილიამსი განვლილ სეზონში “კლივლენდ კავალიერსთან” ერთად ნბა-ს ჩემპიონი გახდა. უილიამსს აქამდე “იუტაში”, “მილოუკში”, “კლივლენდში”, “კლიპერსში”, “პორტლენდში” და “მინესოტაში” უთამაშია.
უილიამსი ნბა-ში 15-წლიან კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 13.2 ქულას და 4.9 პასს აკეთებდა.