ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი სემ ელერდაისი სკანდალში გაეხვია. ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია 61 წლის სპეციალისტის კორუფციაში გამოჭერის საქმეს იძიებს. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული გამოცემები ავრცელებენ.
ყველაფერი კი The Telegraph-ის ჟურნალისტური გამოძიებით დაიწყო, რომლის მიზანიც ბრიტანულ ფეხბურთში მექრთამეობის ფაქტებზე მტკიცებულებების მოპოვებაა. გამოცემის ჟურნალისტები მწვრთნელს ბიზნესმენებად გაეცნენ და აუხსნეს, რომ ინგლისურ პრემიერლიგაში ტრანსფერებიდან სარგებლის მიღებით იყვნენ დაინტერესებულნი. მხარეებს შორის გამართული ორი შეხვედრის შემდეგ, ელერდაისისგან თანხმობა მიიღეს, რომ ის, 400 ათასი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, თავისი მდგომარეობის გამოყენებით მათ დაეხმარებოდა და კონსულტაციას გაუწევდა სატრანსფერო საკითხების წესების გვერდის ავლით მოგვარებაში. ჟურნალისტებთან საუბრისას ელერდაისმა ინგლისის ნაკრებში მისი წინამორბედი როი ჰოჯსონიც გააკრიტიკა და საფეხბურთო ასოციაციაც გარკვეული გადაწყვეტილებების გამო აუგად მოიხსენია.
როგორც Sky Sports-ი იტყობინება, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ The Telegraph-ის ჟურნალისტებისგან ამ საქმის მასალები უკვე გამოითხოვა და ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი ძმაო ნამდვილი ჟურნალისტიკა, ტიპებმა ლამის ციხეში გაუშვეს მთავარი მწვრთნელი და ესენი ერთ ინტერვიუს ვერ გადაწერენ უშეცდომოდ რვეულიდან ინტერნეტში DD
ქეცბაია წაიყვანონ... მასეთ "ბიზნესმენს" იქნებოდა თავზე, რომ გადაამტვრევდა ყველაფერს...
ბებერი სპერმატოზოიдი... DDDDDDDDDDD
ნუთუ ამხელა ქვეყანაში არავინ ყავთ სუფთა, გაუსვრელი дა პრინციპული პროფესიონალი ?
თუ არ ყავთ, ჩვენგან წაიყვანონ რა პრობლემაა... DDDDDDDDDD