კალათბურთი

18:11 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მანუჩარ მარკოიშვილი იტალიაში ვარსკვლავით დააფასეს

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ მანუჩარ მარკოიშვილს იტალიურ “კანტუში” ვარსკვლავი გაუხსნეს. საქმე ისაა, რომ ამ გუნდმა 80 წლის იუბილე აღნიშნა და სიმბოლურად 80 კალათბურთელს ბრინჯაოს ვარსკვლავები გაუხსნა თავის დარბაზში. მათ შორის, მანუჩარიც მოხვდა, რომელიც “კანტუში” 2009-2013 წლებში ირჯებოდა.

იტალიურ გუნდში ქართველმა მსუბუქმა ფორვარდმა 2012 წელს ქვეყნის სუპერთასი მოიგო და MVP-იც გახდა. მარკოიშვილი “კანტუში” გატარებულ ოთხ სეზონში შემდეგი სტატისტიკური მონაცემებით გამოირჩა:

2009-2010 წლების სეზონი: 26 თამაში, 26.6 წუთი, 11.7 ქულა, 3.2 მოხსნა, 2 პასი.

2010-2011 წლების სეზონი: 26 თამაში, 20.5 წუთი, 10.6 ქულა, 2.2 მოხნსა, 1.3 პასი.

2011-2012 წლების სეზონი: 42 თამაში, 22.2 წუთი, 9.9 ქულა, 2.9 მოხსნა, 1.6 პასი.

2012-2013 წლების სეზონი: 40 თამაში, 27 წუთი, 12 ქულა, 2.7 მოხსნა, 1.6 პასი.

მანუჩარ მარკოიშვილმა “კანტუ” 2013 წლის ზაფხულში დატოვა და სტამბულის “გალათასარაიში” გადაბარგდა. ამჟამად კი მეორე თურქულ გუნდ “დარუშაფაკაში” ირიცხება – მოგეხსენებათ, ქართველი კალათბურთელი უკვე კარგა ხანია ტრავმას მკურნალობს და თუ როდის გავა პარკეტზე, ამ დროისთვისაც უცნობია.

0.114062