საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელ ლევან მჭედლიძეს იტალიურ “ემპოლიში” სათამაშო დრო თითქმის არ ეძლევა, ამასობაში კი, მისი თანაგუნდელები, მეტიწლად სწორედ ფორვარდები, ანტირეკორდს ამყარებენ – მიმდინარე სეზონში ჩატარებული 6 თამაშიდან ტოსკანელებმა ხუთ შემთხვევაში მეტოქის კარის აღება ვერ მოახერხეს და ამაზე ცუდი შედეგი არცერთ სხვა გუნდს ტოპ ხუთი ჩემპიონატიდან არ გააჩნია (97 გუნდი მთლიანობაში).
ერთადერთი თამაში, რომელშიც “ემპოლიმ” გოლების გატანა შესძლო 12 სექტემბერს ჩაატარა, როდესაც შინ “კროტონეს” 2:1 აჯობა. ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე გოლი ტოსკანელებმა სტანდარტული სიტუაციიდან გაიტანეს.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ სეზონის სტარტზე მჭედლიძეს ტრავმა ჰქონდა და პირველი ორი ტური ამიტომაც გაუცდა, მაგრამ მერე მიჯრით სამი თამაში სათადარიგო სკამზე გაატარა. გუნდის თავკაცმა მარტუსკიელომ მისი მოედანზე შეყვანა მხოლოდ გუშინ, “ლაციოსთან” შეხვედრის 77-ე წუთიდან იკადრა. იმასაც შეგახსენებთ, რომ ემპოლელთა შეტევაში ქართველის გარდა ისეთ გამოცდილ გვარებს ამოიკითხავთ, როგორებიც მასიმო მაკარონე და ალბერტო ჯილარდინოა...