ფეხბურთი

13:16 | 26.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი ტრავმირებულია

“მანჩესტერ სიტის” ბელგიელი ნახევარმცველი კევინ დე ბრუინი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას Telegraph-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, დე ბრუინმა “სუონსისთან” მოგებულ შეხვედრაში (3:1) ფეხის მყესი დაიზიანა, რის გამოც შესაძლოა ოთხი კვირა გამოტოვოს.

მიმდინარე სეზონში დე ბრუინმა ცხრა შეხვედრა ჩაატარა, სადაც ორი გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.117665