“გოლდენ სტეიტ უორიორსის” მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერიმ ზაზა ფაჩულიას შესახებ ისაუბრა და საქართველოს ნაკრების კაპიტანი შეაქო.
“ზაზა ფაჩულიას დამატება ისევე გამიხარდა, როგორც კევინ დურანტის. ლიგაში ძლიერი ცენტრი უნდა გყავდეს, აქამდე ჩვენ არ გვყავდა. ზაზამ ზუსტად იცის როგორ უნდა ითამაშოს და ის ჩვენს სტილს ესადაგება”- განაცხადა კერიმ.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია “გოლდენ სტეიტში” ზაფხულში “დალასიდან” გადავიდა და კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაშიც ცენტრი 2.9 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.