მსოფლიო რეიტინგის 27-ე ნომერმა, 19 წლის გერმანელმა ალექსანდრ ზვერევმა სანქტ-პეტერბურგის ტურნირის ფინალში ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული სტანისლას ვავრინკა 6:2, 3:6, 7:5 დაამარცხა (VIDEO) და კარიერაში პირველი ATP-ის ტიტული მოიპოვა.
შეხვედრა 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ გადამწყვეტ მესამე სეტში ვავრინკა 3:0-ს იგებდა. ზვერევმა 3:3 გახდა, 5:5-ზე შეხვედრაში გადამწყვეტი ბრეიკი შეასრულა და ბოლო რვა წლის განმავლობაში გახდა პირველი თინეიჯერი, ვინც ATP-ის ტიტულს დაეუფლა (ბოლოს, 2008 წელს, 19 წლის ხორვატმა მარინ ჩილიჩმა “ნიუ ჰევენის” ტურნირი მოიგო).
ვავრინკამ ბოლო სამი წლის განმავლობაში ფინალში პირველად წააგო. შვეიცარიელის ფინალში მოგება წაგების ბალანსი ასე გამოიყურება 15-10.