ფეხბურთი

19:38 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” ზედიზედ მესამე ფრე და მესამე ადგილი: ლიდერობენ “სამტრედია” და “ჩიხურა”

დასრულდა უმაღლესი ლიგის დღევანდელი ხუთივე მატჩი და შესაბამისად, ჩემპიონატის პირველი წრეც. ცენტრალურ შეხვედრა გაიმართა “დინამო არენაზე”, სადაც თბილისის “დინამომ” ქუთაისის “ტორპედოსთან” 0:0 ითამაშა. ეს იურაი იარაბეკის გაწვრთნილების ზედიზედ მესამე ფრე იყო ჩემპიონატში.

დინამოელები თავიანთ ჯგუფში მესამე ადგილზე არიან. “ჩიხურასაც” ჩამორჩნენ და “ლოკომოტივსაც”. რაც შეეხებათ ქუთათურებს, მხოლოდ 6 ქულა აქვთ, მაგრამ “დინამოსთან” სტუმრად ფრე ცუდი შედეგი ნამდვილად არაა.

ისე, ერთ-ერთი ყველაზე ცუდი საყურებელი თამაში იყო, რაც კი ამ გუნდების დაპირისპირებებიდან გვახსოვს.

თბილისის “ლოკომოტივის” ქობულეთში გამარჯვებაზე უკვე დავწერეთ, ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილები ამ სეზონში კარგად თამაშობენ. დღის სხვა მატჩებშიც არ დაფიქსირებულა მოულოდნელი შედეგი.

“სამტრედიამ” გოლი დააგვიანა, მაგრამ მაინც მოიგო. ლაშა შერგელაშვილმა 72-ე წუთზე გაუტანა “ზუგდიდს” – 1:0. “წითელ ჯგუფს” სწორედ გია ცეცაძის გუნდი ლიდერობს, 6 მატჩში 14 ქულა აქვს. ორივე ჯგუფიდანაც რომ ავიღოთ, საუკეთესო შედეგი სწორედ სამტრედიელებს აქვთ.

გორის “დილამ” ფოთში 1:0 აჯობა “კოლხეთს” და ქულებით გაუთანაბრდა, ცხრილში კი მესამე ადგილი წაართვა. ერთადერთი გოლი ნიგერის ნაკრების მცველმა მცველმა კოფი დან კოვამ გაიტანა.

საჩხერის “ჩიხურამ” კი “ცხინვალს” გასვლაზე 2:1 აჯობა. დიმიტრი ტატანაშვილმა პირველივე წუთზე გაიტანა, მეორე ნახევარში თორნიკე გორგიაშვილმა გაზარდა სხვაობა და ბოლოს ჯაბა დვალმა ინტრიგა დააბრუნა მატჩში. დვალისთვის ეს სეზონში მეოთხე გოლია, თუმცა მისი გუნდი ვერ თამაშობს ხეირიანად.

თეთრი ჯგუფი

შუქურა – ლოკომოტივი 0:1

გოლი: 0:1 კიკაბიძე (69)

ცხინვალი – ჩიხურა (საჩხერე) 1:2

გოლები: 0;1 ტატანაშვილი (1), 0:2 გორგიაშვილი (66), 1:2 დვალი (82)

დინამო (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 0:0

1. ჩიხურა 6 4 1 1 12:6 13
2. ლოკომოტივი 6 3 2 1 7:5 11
3. დინამო თბ 6 2 4 0 8:3 10
4. გურია 6 2 2 2 5:7 8
5. ტორპედო 6 1 3 2 4:6 6
6. ცხინვალი 6 1 1 4 8:12 4
7. შუქურა 6 0 3 3 3:8 3

წითელი ჯგუფი

სამტრედია – ზუგდიდი 1:0

გოლი: 1:0 შერგელაშვილი (72)

კოლხეთი (ფოთი) – დილა (გორი) 0:1

გოლები: 0:1 დან კოვა (34)

საბურთალო – დინამო (ბათუმი) 0:0 (გუშინ გაიმართა)

1. სამტრედია 6 4 2 0 12:5 14
2. დინამო ბთ 6 3 3 0 11:2 12
3. დილა 6 3 0 3 10:9 9
4. კოლხეთი 6 3 0 3 4:8 9
5. საბურთალო 6 2 2 2 6:6 8
6. სიონი 6 1 1 4 7:11 4
7. ზუგდიდი 6 1 0 5 3:12 3

ბომბარდირები

6 – საბა ლობჟანიძე (ჩიხურა), 5 – თემურ შონია (დინამო ბათუმი), 4 – ჯაბა დვალი (ცხინვალი), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია), 3 – გეგა დიასამიძე (ლოკომოტივი), ალეკო გამცემლიძე (დილა)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.101733