სხვა

19:52 | 25.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

გოეიდო 15 მოგებით გაჩემპიონდა (+VIDEO)

30 წლის იაპონელმა ოძეკი გოეიდომ აკი ბაშოზე 15-ვე ორთაბრძოლა მოიგო და “იმპერატორის თასის” მფლობელი სრულიად დამსახურებულად გახდა. სექტემბრის სუპერტურნირის დასკვნით დღეს გოეიდომ ასევე ოძეკი კოტოშოგიკუ დაჯაბნა და უახლოეს კონკურენტ – მე-14 მაეგაშირა ენდოს 2 მოგებით აჯობა.

იდენტური ბალანსით (5 მოგება, 10 მარცხი) დაასრულეს ტოკიოს ტურნირი ლევან გორგაძემ და თეიმურაზ ჯუღელმა იგივე ტოჩინოშინმა და გაგამარუმ.

დღეს, აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდებით მოასპარეზე ტოჩინოშინმა დასავლეთის მე-11 მაეგაშირა – ჩინელი სოკოკურაი იორიკირით დაამარცხა, ხოლო აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირა გაგამარუმ აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა მიოგირიუსთან ოშიდაშით წააგო.

პროფესიული სუმოს ასოციაცია ახალ რეიტინგს იგივე ბანძუკეს 31 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, მომდევნო ბაშო კი 13-27 ნოემბერს ფუკუოკას “კოკუსაი სენთერში” გახლავთ დაგეგმილი.

0.064568