ფეხბურთი

18:38 | 25.09.2016 | ნანახია 1661 - ჯერ

“ლოკომოტივმა” ქობულეთში “შუქურას” სძლია

დასრულდა უმაღლესი ლიგის დღის პირველი მატჩი: თბილისის “ლოკომოტივმა” ლუკა კიკაბიძის გატანილი გოლით სტუმრად 1:0 სძლია ქობულეთის “შუქურას”. კიკაბიძემ გოლი 69-ე წუთზე მიითვალა.

“თეთრ ჯგუფში” “ლოკომოტივს” 6 მატჩის შემდეგ 11 ქულა აქვს და დროებით, სანამ სხვა მატჩები დასრულდება, პირველ ადგილზეა. “შუქურა” კი ბოლოზე იყო და ბოლოზე დარჩა 3 ქულით: გუნდს ამ სეზონში არ გაუმარჯვია.

ტურის სხვა მატჩები ამჟამად მიმდინარეობს და დასრულებისთანავე გაცნობებთ.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:38 | 25.09.2016
goga1971 (87)

აშკარად სხვა თამაშს უყურე ისე მსაჯი თუ დილას ემხრობოდა 100 წუთზე პენალს არ დანიშნავდა დილას კარში და თამაშსაც 95 წუთზე დაამთავრებდა ეს ისე ცნობისათვის.მსაჯების კრიტიკას ის გირჩევნიათ მაგ ლაფში არ ათამაშოთ ჩამოსული გუნდები სირცხვილია თქვენი ქალაქის.

15:21 | 26.09.2016
berodaviti (4285)

ძმაო ყველაფერი შეგეშალა !

1) სტადიონი სარაგბოა, სამადლოდ მეორე სეზონია აქ დაგვრთეს საშინაო მატჩების ჩატარების უფლება, მანამდე 6 წელია სტადიონს ვერ ვეღირსეთ გარემონტებულს. სამარცხვინოა, ამხელა ქვეყნის მარჩენალი პორტის გათვალისწინებით, ფეხბურთის აკვანს რომ თავი დავანებოთ.

2) მთელი თამაში დრო გაჰყავდათ სტუმრებს, მინიმუმ 10 წუთი უნდა დაემატებინა რეალურად

3) გოლი ოფსაიდიდან ჩაითვალა და უამრავჯერ შეცდა კიდევ არბიტრები

4) ბევრჯერ დაგვიანებული პენალტი სამართლიანად დაიდო 95 წუთზე

5) გელაშვილის უზრდელი ენა მოიკითხეს გულშემატკივრებმა და ბოდიშები იხადეს სტუმრებმა

ეგაა მთელი სიმართლე ჯიგრულად !

19:38 | 25.09.2016
berodaviti (4285)

კოლხეთი - დილა 0:1 ვულოცავ დროგბას !

პირველ ნახევარში კოლხეთმა ტრადიციულად მეორე ნომრად ითამაშა. რეალური მომენტების გარეშე ორივე გუნდის მხრიდან, თუმცა სახიფათო სტანდარტი მოიპოვეს გორელებმა, ძელიდან ასხლეტილი ბურთი აშკარა ოფსაიდიდან დამატებაზე იღბლიანად დაასრულა შავკანიანმა მცველმა 0:1, რითაც ლაინსმენზე აგრესიის საფუძველი შეიქმნა, რაც მეორე ტაიმში კიდევ უფრო გამძაფრდა მისი შეცდომების გამო. ტაიმის ბოლოს კი გათანაბრების კარგი შანსი ვერ გამოიყენა კოლხეთმა

მეორე ტაიმი მთლიანად მასპინძლების იყო, გორელთა მეკარემ 3 ურთულესი ბურთი მოიგერია, კარის ხაზიდანაც გამოიტანა მცველმა. თამაშმა უხეში ხასიათი მიიღო გორელთა მხრიდან, გაჰყავდათ დრო, მსაჯიც სწყალობდა ყველანაირად, მაგრამ 95 წუთზე პენალტის დანიშვნა გარდაუვალი იყო.

ფოთელთა კაპიტანს გორელთა კიპერმა აქაც აჯობა და კლუბს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუტანა.

ცალკე გაკიცხვის ღირსია შეცვლილი გელაშვილი, რომლის ქმედებამ გულშემატკივართა სამართლიანი აგრესია და ლანძღვა-გინება გამოიწვია.

0.12672