“ერთ-ერთი საუკეთესო “არსენალი” ჩემს პერიოდში” – ასე შეაფასა არსენ ვენგერმა ლონდონის “არსენალის” შთამბეჭდავი გამარჯვება თანაქალაქელ “ჩელსითან”. მხცოვანი ფრანგის თქმით, მისი გუნდი სწორ გზას ადგას, თუმცა ეს მათი მაქსიმუმი არაა.
“მას შემდგომ რაც “არსენალს” ვწრთნი, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩემი გუნდის მხრიდან. განსაკუთრებით პირველ ტაიმში, რომელიც ფაქტობრივად დიდებული იყო. ბოლო კვირების განმავლობაში ვხედავ, რომ სწორ გზას ვადგავართ და “ჩელსისთან” შეხვედრა ამის დასანახად კარგი გამოცდა გახლდათ. ჩემს არცერთ ფეხბურთელს აღნიშნული თამაშის მიხედვით კრიტიკა არ დაუმსახურებიათ, თუმცა უფრო მეტის გაკეთებაც შეგვიძლია”, - აღნიშნა ვენგერმა.
“არსენალს” ინგლისის პრემიერლიგის 6 ტურში 13 ქულა აქვს და მესამე ადგილზე იმყოფება. “მეთოფეები” ლიდერ “მანჩესტერ სიტის”, რომელსაც ჯერ ქულაც არ დაუკარგავს, ხუთი ქულით ჩამორჩებიან.