ფეხბურთი

22:50 | 24.09.2016 | ნანახია NaN - ჯერ

"არსენალმა" "ჩელსი" იოლად დაამარცხა (+VIDEO)

ლონდონის "არსენალმა" პრემიერლიგის მე-6 ტურში "ჩელსი" 3:0 დაამარცხა. "მეთოფეებმა" "არისტოკრატებს" საქმე პირველივე ტაიმში მოუგვარეს. მე-11 წუთზე ალექსის სანჩესმა მასპინძლები დააწინაურა. ჩილელისთვის "არსენალის" რიგებში საიუბილეო მე-100 მატჩი გახლდათ და ჯამში თავი 47-ჯერ გამოიჩინა. სამხრეთამერიკელს ტიერი ანრიზე ერთი გოლით ნაკლები აქვს გატანილი. ფრანგმა 100 მატჩში 48-ჯერ შეძლო გულშემატკივრების გახარება.

მე-14 წუთზე ორამდე უპირატესობა თეო უილკოტმა გაზარდა, ხოლო პირველი ნახევრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე საბოლოო ანგარიში მესუთ იოზილმა დააფიქსირა.

ამ გამარჯვებით "არსენალი" მესამე ადგილზე გადავიდა. პრემიერლიგას 100%-იანი შედეგის მქონე პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტი" ლიდერობს. "ქალაქელებმა" "სუონსი" სტუმრად 3:1 დაამარცხეს. მეორე პოზიციაზე 14 ქულით "ტოტენჰემია", რომელმაც ლიდერის ჰარი კეინის არყოფნის მიუხედავად, "მიდლსბრო" სტუმრად 2:1 დაამარცხა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

06:48 | 30.03.2019
araza-1918 (6330)

ვაისა გაიღვიძე გრიგალავას 90 წუთი 6,5 და 6 ადგილი ჯანოს და სამედოვს ფეხი არ გაანძრევინა

0.116435