ფეხბურთი

17:16 | 24.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

რემზი ალბათ საქართველოსთანაც ვერ ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრები მუნდიალის შესარჩევში 6 ოქტომბერს ირლანდიას, ხოლო 9-ში უელსს ეთამაშება გასვლებზე. შესაძლოა, უელსი-საქართველოს მატჩში აარონ რემზიმ ვერ ითამაშოს. მისი რეაბილიტაციის პროცესი ნელა მიმდინარეობს. "შესაძლოა" რბილად ნათქვამია, ფაქტობრივად კი რემზის საქართველოსთან თამაში თითქმის გამორიცხულია.

უელსელთა კაპიტანმა რემზიმ სექტემბერში მოლდოვასთანაც ვერ ითამაშა. ტრავმა ჰქონდა და ახლაც ვერ აქვს კარგი მდგომარეობა. ლონდონის "არსენალის" მწვრთნელმა არსენ ვენგერმა განაცხადა: "რემზის გამოჯანმრთელების პროცესი იმიტომ ჭიანურდება, რომ ფეხბურთელს ადრეც ბევრჯერ გადაუტანია ტრავმა".

რემზის რა წარდგენა სჭირდება, უელსის ნახევარდაცვის ლიდერია და მისი არყოფნა ყოველთვის ეტყობა კრის კოულმენის ნაკრებს. თუმდაც პორტუგალიასთან ევრო-2016-ის ნახევარფინალი გავიხსენოთ.

საქართველოსთან თამაშამდე, 6 ოქტომბერს უელსს ავსტრიაში ელის შესარჩევის მატჩი.

0.126866