სხვა

16:03 | 24.09.2016 | ნანახია 1637 - ჯერ

გოეიდოს ისტორიული წარმატება

30 წლის ოძეკი გოეიდომ “იმპერატორის თასი” კარიერაში პირველად მოიპოვა. იაპონელი სუმოისტისთვის ისტორიული ტოკიოში მიმდინარე სექტემბრის სუპერტურნირი გამოდგა, რომელზეც მან ზედიზედ მე-14 მოგება მიითვალა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა.

სამწუხაროდ, კვლავ წააგეს ქართველმა სეკიტორებმა. აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას წოდების მქონე ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი დასავლეთის მე-10 მაეგაშირა არავაშისთან უვატენაგეთი დამარცხდა. ახლა, ტოჩინოშინის მაჩვენებლები 4 მოგება და 10 მარცხია. აკი ბაშოს დასკვნით დღეს ჩვენებური დასავლეთის მე-11 მაეგაშირა სოკოკურაის (ჩინეთიი) გაეჯიბრება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 2:1-ს უგებს.

5 გამარჯვების წილ მე-9 მარცხი განიცადა გაგამარუს შიკონათი ცნობილმა თეიმურაზ ჯუღელმა, რომელიც ტოკიოში აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდებით ირჯება. გაგამარუმ დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ამაკაძესთან ოშიდაშით წააგო, ხვალ კი აღმოსავლეთის მე-4 მაეგაშირა მიოგირიუს გაეჯიბრება, რომელთანაც ზედიზედ 5-ჯერ დამარცხებულა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:29 | 25.09.2016
Somelio (806)

წოდებაში დაქვეითება რომ ელით გასაგებია, მაგრამ ვშიშობ, რომ ძაან დააქვეითებენ... ტოჩიმ მაგრად გამიცრუა იმედები...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121048
სარეკლამო ადგილი - 99
X x X