ფეხბურთი

21:28 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო ვენგერს დამუქრებია...

ჟოზე მოურინიოსა და არსენ ვენგერს ერთმანეთი გულზე არასდროს ეხატებოდათ – მეტიც, შანსს არ უშვებდნენ ხელიდან, რომ ერთმანეთის მიმართ ცუდი სიტყვები გაეჟღერებინათ. საერთოდ, პორტუგალიელ სპეციალისტს თავის 16 წლიან კარიერაში უფრო მეტი მტერი ჰყავს, ვიდრე მეგობარი, თუმცა ვენგერს მათ შორის განსაკუთრებული ადგილიც უკავია.

ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემის ჟურნალისტი რობ ბასლი მომავალ კვირაში წიგნს გამოუშვებს, რომელშიც შესულია მოურინიოსა და ვენგერის ყველაზე მძაფრი დაპირისპირებები. სწორედ აქედან ირკვევა, რომ თავის დროზე პორტუგალიელი ფრანგს ცემით დაემუქრა.

საქმე ისაა, რომ 2014 წლის იანვარში “ჩელსისა” და “არსენალის” დაპირისპირებისას მათ იჩხუბეს, ყველაფერი კი, არსენის კომენტარს მოჰყვა ხუან მატას “მანჩესტერში” გაყიდვის შესახებ: “ჩემთვის ძალიან უცნაურია, რომ გინდოდეს გააძლიერო უშუალო კონკურენტი”, - თქვა მაშინ ვენგერმა.

მოურინიოს პასუხმაც არ დააყოვნა: “როდესაც ვენგერი აკრიტიკებს “ჩელსისა” და “მანჩესტერს” მატას ტრანსფერი გამო... ისე, ერთ დღეს მას აუცილებლად შევხვდები მოედნის მიღმა და სახეს დავუმტვრევ”, - განაცხადა “განსაკუთრებულმა”.

ჟოზეს მეტსახელისა არიყოს, მასსა და არსენ ვენგერს შორის მართლაც “განსაკუთრებული” ურთიერთობა სუფევს...

0.112888