ლეგენდარული ჰოლანდიელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი ამიერიდან მსოფლიოს ფეხბურთის მმართველ უწყებაში, ფიფაში იმუშავებს. როგორც ცნობილი გახდა, 51 წლის “მფრინავი ჰოლანდიელი” დღეიდან ტექნიკური განვითარების მმართველი დირექტორის თანამდებობაზე იმუშავებს.
მოგეხსენებათ, ვან ბასტენს ფეხბურთელობისას დიდებული კარიერა ჰქონდა და “ოქროს ბურთი” სამჯერ მოუგია, მერე კი ხელი სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო, მაგრამ ეს არცთუ წარმატებით გამოუვიდა. სხვადასხვა პერიოდში მარკო “აიაქსს”, “”ჰერენვეენს”, “ალკმაარსა” და ჰოლანდიის ნაკრებს ედგა სათავეში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ყოჩაღ რაა. ტიპი თან იმდენი წელი რონალდუს "სანჩო პანსა" იყო და მაინც ასეთ შედეგზე გავიდა.
წარმოუდგენელი შედეგია ბენზის მხრიდან.
არადა რამდენს ვიცნობ, ვინც ამბობდა - ბენზის თამაში არ გაიშვა, თავის დროზე იგუაინი უნდა დაეტოვებინა რეალს და ა.შ.