ფეხბურთი

20:27 | 23.09.2016 | ნანახია 2054 - ჯერ

ო"ნილმა საქართველოსთან მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

ირლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარტინ ონილმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა.

ჩრდილოეთირლანდიელმა სპეციალისტმა 33 ფეხბურთელს უხმო და საქართველოსთან და მოლდოვასთან გასამართი მატჩებისთვის საბოლოდ 23-კაციან შემადგენლობას დაასახელებს. ირლანდია 6 ოქტომბერს "ავივა სთედიუმზე" "ჯვაროსნებს" უმასპინძლებს, ხოლო სამ დღეში მოლდოვას სტუმრად დაუპირისპირდება.

ონილის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: დარენ რენდოლფი ("ვესტ ჰემი"), კიირენ უესტვუდი ("შეფილდი"), დანი როჯერსი ("ფალკირკი")

მცველები: სიმუს კოულმენი ("ევერტონი"), საირუს კრისტი, რიჩარდი კიო, ალექს პირსი ("დერბი"), პოლ მაკშეინი ("რედინგი"), ჯონ ოში ("სანდერლენდი"), შეინ დაფი ("ბრაიტონი"), კიარან კლარკი ("ნიუკასლი"), მარკ უილსონი ("ბორნმუთი"), შტეფენ უარდი ("ბარნლი")

ნახევარმცველები: აიდენ მაკგიდი ("პრესტონი"), ჯეიმს მაკკლეინი ("ვესტ ბრომვიჩი"), გლენ უილანი ("სტოკი"), ჯეიმს მაკკარტი ("ევერტონი"), ჯეფ ჰენდრიკი ("ბარნლი"), შტეფენ ქუინი ("რედინგი"), დავიდ მეილერი ("ჰალი"), კონორ ჰორიჰეინი ("ბარნსლი"), ჰარი არტერი ("ბორნმუთი"), ეუნან ოკინი ("ლიდსი"), შტეფენ გლესონი ("ბირმინგემი"), კალუმ ოდოუოდა ("ბრისტოლი"), რობი ბრედი, უეს ჰულაჰანი ("ნორვიჩი"), ენტონი პილგინგტონი ("კარდიფი"), ჯონათან ჰეიესი ("აბერდინი").

თავდამსხმელები: შეინ ლონგი ("საუთჰემპტონი"), დარილ მარფი ("ნიუკასლი"), ჯონათან უოლტერსი ("სტოკი"), კევინ დოილი ("კოლორადო")


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.066801
2054