სხვა

15:58 | 23.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინის ბედი გაგამარუმაც გაიზიარა

აკი ბაშოს დასრულებამდე 2 დღე რჩება, თუმცა, უკვე ცხადია, რომ ქართველი სუმოსტები ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) წოდებაში ვარდნას ვერ გადაურჩებიან.

ის, რომ ტოჩინოშინს უარყოფითი ბალანსის (მაკე-კოში) დაფიქსირება არ ასცდება, რამდენიმე დღის წინ გაირკვა, ახლა კი, მისი ბედი გაგამარუმაც გაიზიარა.

აღმოსავლეთის მე-12 მაეგაშირას წოდების მქონე გაგამარუმ დღეს დასავლეთის მე-14 მაეგაშირა კაგაიაკისთან იორიკირით წააგო და 5 გამარჯვების წილ მე-8 წაგება მოუგროვდა. ქართველი სუმოისტის შემდეგი მოწინააღმდეგე დასავლეთის მე-13 მაეგაშირა ამაკაძე იქნება.

ტოკიოს “რიოგოკუ კოკუგიკანში” მიმდინარე 2016 წლის სექტემბრის სუპერტურნირზე ზედიზედ მეორედ იმარჯვა ტოჩინოშინმა, თუმცა, მისი გამოღვიძება გვიანი გამოდგა. აღმოსავლეთის მე-2 მაეგაშირას ტიტულით მოასპარეზე ქართველ სეკიტორს 9 მარცხის წილ მხოლოდ 4 გამარჯვება აქვს. ამჯერად, მან დასავლეთის მე-4 მაეგაშირა მიოგირიუ შიტატენაგეს შიტატემაგეთი აჯობა, ხვალ კი, ძალებს დასავლეთის მე-10 მაეგაშირა არავაშისთან მოსინჯავს.

ჩემპიონობამდე 1 ნაბიჯი აშორებს იაპონელ ოძეკი გოეიდოს, რომელმაც მიჯრით მე-13 გამარჯვება იოკოძუნა ჰარუმაფუჯისთან ჭიდილში იზეიმა. გოეიდოს უახლოესი მდევარი რიგითი მაეგაშირა ენდო გახლავთ, რომელსაც აქტივში 11 მოგება აქვს. იოლი გამოსათვლელია, რომ იაპონელს “იმპერატორის თასის” მოგებისთვის დარჩენილი 2 ორთაბრძოლიდან ერთის მოგებაც ეყოფა.

თეგებიგაგამარუ
0.115318