აფრიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად მიჩნეულ ნიგერიელ ბიზნესმენს ალი დანგოტეს მიზნად ლონდონის “არსენალის” შეძენა დაუსახავს და ამბობს, რომ ამას 3-4 წელიწადში მოახერხებს.
“ლონდონის “არსენალს” 3-4 წელში ვიყიდი. ფული პრობლემა არაა, რაღაც პატარ-პატარა დაბრკოლებები მაქვს, რაც ამ წლებში მოგვარდება და ჩემს მიზანს აუცილებლად მივაღწევ. წარმატებული ბიზნესმენი ვარ და ვფიქრობ, რომ საფეხბურთო ბიზნესიც კარგად გამომივა”- განაცხადა დანგოტემ.
ალი დანგოტე 1980-იანი წლებიდან “არსენალის” გულშემატკივარია. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, 59 წლის ნიგერიელი ბიზნესმენის ქონება 10.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.
რაც შეეხება “არსენალის” ამჟამინდელ მფლობელებს, 67 პროცენტი ამერიკელ სტენ კრანკეს ეკუთვნის, ხოლო 23 % ალიშერ უსმანოვს.