ჭირვეული იტალიელი თავდამსხმელის მარიო ბალოტელის წარუმატებელი ხანა როგორც ჩანს, წარუსლ ბარდება. ყოველშემთხვევაში, 26 წლის აფრიკული ფესვების მქონე ფორვარდმა ფრანგულ “ნიცაში” თამაში დიდებულად დაიწყო – ჯერ მარსელის “ოლიმპიკთან” შეასრულა დუბლი, მერე კიდევ ერთ ფრანგულ გრანდ “მონაკოსთანაც” იგივე გააკეთა.
მოკლედ, “სუპერმარიო” გახარებულია და ინსტაგრამის გვერდზე პოსტიც განათავსა, რომელშიც იგი ამ ყველაფერს მხოლოდ დასაწყისად იხსენიებს:
“მადლობა გუნდს – მადლობა თქვენ, გულშემატკივრებსა და კლუბის ხელმძღვანელობას. ეს მხოლოდ დასაწყისია, ასე გავაგრძელებ”, - დაწერა მარიომ.
შეგახსენებთ, ბალოტელი მთელი ზაფხული ახალი გუნდის ძიებაში იყო, მაგრამ მასთან თანამშრომლობა არავინ ისურვა. “ნიცაში” კი, სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, 31 აგვისტოს აღმოჩნდა. ამჟამად მისი ფრანგული მონაგარი შესაშურია: 3 მატჩი, 4 გოლი...