მადრიდის “რეალის” ბრაზილიელ ფეხბურთელ კარლოს ენრიკე კაზემიროს დაახლოებით ერთი თვე გაუცდება. 24 წლის ნახევარმცველმა ტრავმა გასულ უიქ-ენდზე “ესპანიოლთან” შეხვედრაში მიიღო და ლა ლიგის ბოლო ტური “ვილიარეალთან” გაუცდა კიდეც.
თავდაპირველი დიაგნოზით კაზემიროს სერიოზული ტრავმა არ უნდა ჰქონოდა, მაგრამ როგორც განმეორებითმა გამოკვლევამ აჩვენა, ბრაზილიელი მოედანზე მინიმუმ სამი კვირის განმავლობაში ვერ გავა.
შეგახსენებთ, “რეალში” ზინედინ ზიდანის მისვლის მერე კაზემირო გუნდის ძირითადი შემადგენლობის განუყოფელი ნაწილია და მიმდინარე სეზონში მოედანზე ხუთჯერ გასვლაც მოასწრო.