სტატისტიკოსები ადგნენ და დაითვალეს თუ რომელმა გუნდმა რამდენი ქულა დააგროვა ჩემპიონთა ლიგის დაარსების დღიდან დღემდე. აღმოჩნდა, რომ ამ მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი მოპოვებული თასებისა არ იყოს, მადრიდის “რეალს” გააჩნია – 543 ქულა.
მეორე-მესამე ადგილებზე მიუნხენის “ბაიერნი” და კატალონიის “ბარსელონა” გავიდნენ შესაბამისად, 423 და 391 ქულით.
აქვე გთავაზობთ საუკეთესო ათეულს:
“რეალი” (ესპანეთი) – 543 ქულა, 11 ტიტული
“ბაიერნი” (გერმანია) – 423 ქულა, 5 ტიტული
“ბარსელონა” (ესპანეთი) – 391 ქულა, 5 ტიტული
“მანჩესტერ იუნაიტედი” (ინგლისი) – 354 ქულა, 3 ტიტული
“მილანი” (იტალია) – 314 ქულა, 7 ტიტული
“იუვენტუსი” (იტალია) – 294 ქულა, 2 ტიტული
“ბენფიკა” (პორტუგალია) – 264 ქულა, 2 ტიტული
“პორტუ” (პორტუგალია) – 247 ქულა, 2 ტიტული
“ლივერპული” (ინგლისი) – 241 ქულა, 5 ტიტული
“არსენალი” (ინგლისი) – 236 ქულა, 0 ტიტული