ნბა-ს ჩემპიონის “კლივლენდ კავალიერსის” გამთამაშებელმა მო უილიამსმა კარიერის დასრულება გადაიფიქრა და გადაწყვიტა, რომ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კიდევ ერთი წელი ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას thescore.com-ი ავრცელებს.
შეგახსენებთ, რომ განვლილი სეზონის ბოლოს მო უილიამსმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა, მაგრამ როგორც ჩანს უილიამსი ნბა-ში კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს. წინა სეზონში უილიამსი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.2 ქულას, 2.4 პასს და 1.8 მოხსნას აკეთებდა.