“მილოუკი ბაქსის” ერთ-ერთი ლიდერი კრის მიდელტონი პარკეტზე ექვსი თვის განმავლობაში ვერ გავა, აღნიშნულ ინფორმაციას ESPN-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, 25 წლის კალათბურთელს ფეხის ტრავმა აწუხებს, რის რეაბილიტაციას ექვსი თვე დასჭირდება.
განვლილ სეზონში მიდელტონი საშუალოდ ერთ შეხვედრაში 18.2 ქულას, 4.2 მოხსნას და 3.8 პასს აკეთებდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია