კალათბურთი

14:41 | 22.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიქსონმა აეკ-შიც გაიბრწყინა

ამერიკელმა კალათბურთელმა მაიკლ დიქსონმა ევრობასკეტ-2017-ის შესარჩევ ციკლში საქართველოს ნაკრების მაისურით ხომ დიდებულად ითამაშა და ახალ კლუბ ათენის აეკ-ში გადასვლის შემდეგაც თავის გამოჩენა პირველივე მატჩში მოახერხა.

ბერძნული გუნდი ამხანაგური ტურნირის ჩასატარებლად თურქეთს ესტუმრა და “თოფაშთან” 80:81 წააგო, არადა, დიქსონმა გამარჯვებისთვის მაქსიმუმი გააკეთა. მაიკლმა 24 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა და ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იყო.

აეკ-ი ტურნირზე მომდევნო მატჩს 23 სექტემბერს ჩაატარებს, მეტოქედ კი კიდევ ერთი თურქული კლუბი “ბანვითი” ეყოლება.

0.116758