რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკში საზეიმო ვითარებაში გაიხსნა მსოფლიოს ახალგაზრდული პირველობა ჭადრაკში.
ჩემპიონატი შვეიცარიული სისტემით 11 ტურად 3 ასაკობრივ კატეგორიაში (14, 16 და 18 წლამდე) ტარდება, როგორც გოგონათა, ასევე ჭაბუკთა შორის.
საქართველოს სახელით შეჯიბრში მონაწილეობენ:
U14 – მაია ბეჭვაია, ლუკა ობოლაძე, შოთა ხოდაშნელი.
U16 – ნატა ჯიბუტი, ელენე კოსტავა, ირაკლი ახვლედიანი.
U18 – ევროპის 2-გზის ჩემპიონი ნინო ხომერიკი.
ტურნირის სათამაშო დღეებია: 22, 23, 24, 25, 26, 28, 29, 30 სექტემბერი, 01, 02, 03 ოქტომბერი.