ჩოგბურთი

23:28 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი მიულერს ვერ გაუმკლავდა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ქალაქ მეცში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს, რომლის საპრიზო ფონდიც 520 070 ევროა, მერვედფინალში გამოეთიშა.

ბასილაშვილი შეჯიბრში კვალიფიკაციიდან ჩაერთო, ის წარმატებით გაიარა და ძირითად ბადეში ასევე კვალიფიკანტ ფრანგ გრეგუარ ბარერესაც აჯობა, თუმცა, ეს მაქსიმუმი გამოდგა.

მერვედფინალში ნიკოლოზი მსოფლიო რეიტინგში 37-ე ადგილზე მყოფ, მეცში კი მე-6 ნომრად განთესილ ლუქსემბურგელ ჟილ მიულერს გაეჯიბრა და 4:6, 2:6 დამარცხდა.

0.126964