ფეხბურთი

22:20 | 21.09.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნის" მაცდური წინადადება ლევანდოვსკის: ყველაზე ანაზღაურებადი ფეხბურთელი

რობერტ ლევან-გოლ-სკის როგორც მას გერმანიაში შეარქვეს, ანუ უბრალოდ რობერტ ლევანდოვსკის მიუნხენის “ბაიერნი” ახალ კონტრაქტს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც იგი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდება მსოფლიოში.

ავტორიტეტული გამოცემა “ბილდის” ცნობით, “მიუნხენური გიგანტის” ხელმძღვანელობა მზადაა პოლონელ ფორვარდს ახალი ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გაუფორმოს და სეზონში 15 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამჟამინდელ კონტრაქტს ყავლი 2019 წელს გასდის, თუმცა “ბაიერნი” ცდილობს რობერტი მადრიდის “რეალში” გადასვლისგან დაიცვას.

აღსანიშნავია, რომ ლევანდოვსკი ბრწყინვალე ფორმაშია: მას უკვე მიჯრით ხუთ მატჩში (9 გოლი) აქვს გატანილი, რაც “ბაიერნში” ყოფნის დროს პირველად მოხდა და ამასთან ბუნდესლიგის სამ ტურში 5 გოლის შედგება შეძლო. არადა, აქამდე 2010 წლიდან მოყოლებული საწყის სამ ტურში მისი მაქსიმუმი მხოლოდ 2 გოლი გახლდათ...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112936