რუსეთის თასზე ეკატერინბურგის “ურალმა” სტუმრად 3:0 მოიგო “ჩელიაბინსკთან” და სამიდან ორი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა (VIDEO). მან ჯერ მე-15 წუთზე ზუსტი დარტყმით გახსნა ანგარიში, მეორე ტაიმის დასაწყისში კი პენალტით 0:3 დააფიქსირა. პირველ გოლს რაც შეეხება, გიორგიმ საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით იხეირა.
ეს ჭანტურიას პირველი გოლებია “ურალში”. ქართველმა შემტევმა “ჩელიაბინსკთან” 77 წუთი ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აზროვნება ნამდვილად აკლია ჭანტურიას, აბა ასეთი მონაცემების მქონე რომ ასეთ ნიჭს გაფლან გავს და გაანიავებს სხვა ვერაფერს ვუწოდებთ ამას
ჭანტურიამ ვაისისგან ბოლო გაფრთხილება მიიღო, ან დაანებებს სირობებს თავს და დაიწყებს ფეხბურთს თამაშსო და ანაც ჩაუ ბამბინოვო
ჭანტურიას საფეხბურთო ინტელექტი ავსტრიათან გამოჩნდა 5 კაცი ეხსნებდა საჯარიმოში და 35 მეტრიდან დააარტყა კარში გეგონება რობენი მყავდეს. აგრევე ვაისის ჟესტი ანახეს სადაც მაგაზე მიანიშნა.
კობახიდეს რო ინტელექტი აქვს რომელს აქვს ჩვენ ნაკრებში შევჩე შუნ ჯობია ხოკეის უკურე ბრატ ))))))))))))
ხო ეტყობა. ძალიან დაბალი დონის მოაზროვნეც კი არ ააკეთებდა იმას რაც ზევით დავწერე. ეგ რო აროვნებდეს ბარსელონაში გაზრდილი კაცი ურალში არ ამოყოფდა თავს
რატომ მაბრალებ იმის თქმას, რომ ჭანტურია განსაკუთრებული აზროვნებით გამოირჩევა?
არ გაბრალებ უბრალოდ სადაც კობახიძეზე თქვი იქ ჭანტურიაზეც სათქმელია. თან ვიცი გევასება და მაგიტო. რატომღაც სულ კობახიძეზე ამბობ უინტელექტოაო და ჭანტურიაზე ერთხელ არ მახსოვს რო გეთქვას
კობახიძე არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია ძალიან კარგი კომბინაცია გააფუჭოს. და ამიტომ. ჭანტურიას უფრო ესმის კომბინაცია, დამიჯერე. ნუ, ეგ ავსტრიასთან ერთი შორეული დარტყმა აპატიეთ როგორღაც. ზოგადად, ბევრად ადეკვატურია, ვიდრე კობახიძე. ბევრად ტექნიკურიცაა. უკეთ შეუძლია თამაშის გამწვავება. კობახიძის პლიუსებიც ვახსენე ქვემოთ. სწრაფია, მაგრამ მაგის გარღვევები, ან დრიბლინგი არ მახსოვს, რავი. როგორც კი რამდენიმე მოწინააღმდეგესთან აღმოჩნდება, ეკეტება გონება. ამიტომ ვამბობ, რომ ფლანგზე ე.წ. ,,ლატერალად" შეიძლება უფრო ივარგოს თქო. ირბენს, რა. და სირბილი ნაღდად შეუძლია. და საკმაოდ სწრაფია.
ეგარაფერი. მე მახსოვს კაცო. ბევრჯერ ყოფილია აქ კობახიძეზე კარგი ინფო მარა შენი კომენტარი არ შემხვედრია. კობაიძე თავის პლიუსებს უფო იყენებს ვიდრე ჭანტურია. ფერგიუსონს ნანი ყავდა ხოლმე სკამზ და იანგს და ვალენსიას ათამაშებდა ცოტა ცუდი შედარებაა მარა მაინც. ეხლა არ მითხრა ტექნიკურები არიანო. არა უბრალოდ კარგად ძეეძლოთ იმ დავალების სესრულება რასაც მწვრთნელი ავალებდა. ეგრეა ამათ შემთხვევაი. კობახიძე ზუტად იმას აკეთებს რასაც ტრნერი ავალებს და ჭანტურიასავით არ ქაჯობს ხოლმე. მარტო ავსტრიასთან არ უქნია ეგრე. კობახიძეს ჭანტურიასთან შედარებით კიდევ ის პლიუსი აქვს, რომ ბევრ სხვადახვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. გერმანიასთან და მალტასთან შარშან მარტში 5 სხვადასხვა პოზიციაზე ითამაშა
კობახიძეზე, ზოგადად, არ ვამყარებ დიდ იმედებს. მაგის მაქსიმუმი არის ვორსკლა, ვოლინი და მასეთი გუნდები. ხომ ასეა? 29 წლისაა უკვე. ფორმის პიკზე როცა იყო, მაშინაც ვერ გაქაჩა დნიპროში ზამენისკაცობაც(!) კი..
ჭანტურიას მეტი შეუძლია. არ გამოდის ჯერ-ჯერობით, ამას მეც ვხედავ, მაგრამ რომ შეუძლია, მგონი, შენც იცი. არც კობახიძეს ჰქონდა ჭანტურიას ასაკში ბრწყინვალე კარიერა.
კობახიძეს უნივერსალობას რაც შეეხება, კარგი თვისებაა, კიბატონო და საჭირო კაცია ნაკრებში, სკამისთვის კარგი ვარიანტია. კონკრეტულად მარჯვენა ვინგერად კი ჭანტურია მირჩევნია.
კობახიძე დაღლილ მცველებზე, მარცხენა ფლანგიდან შეიძლება ეფექტიანი იყოს. ასევე ცენტრში, სისწრაფის ხარჯზე, ბურთის სწრაფად ამომტანად და შავი სამუშაოს შესასრულებლად შეიძლება გამოყენება.ა
კაცურად რამდენი წელია ჭანტურიას იმედი გაქ. აი ვიტესში რო იყო და მაგრად რო დაიწყო თამაში მაშინ იფიქრებდი რო 5 წლის მერე ურალში გაიჩითებოდა?
ვიტესის მერე კლუჟში ლიდერი იყო გუნდის, პენლებსაც ეგ არტყავდა და ჯარიმებსაც. შემდეგ ალანიაშიც ასევე ლიდერი იყო. დუისბურგსაც ეგ დაათრევდა.
ურალშიც ჩაჯდება ნელ-ნელა სასტავში (დღეს პენალტი რომ ჭანტურიას დაარტყმევინეს, ეგეც არ ნიშნავს ცოტას) და იქნებ წინ წაიწიოს.
აბა რა ვქნათ. დიდი სიამოვნებით მექნებოდა ჭანტურიას მაგივრად დრაქსლერის იმედი, მაგრამ ქართველებს სხვა არ გვყავს და რა გავაკეთო. მაშინ სულ უნდა შევეშვა ქართული ფეხბურთის ყურებას.
კრგით ხალხო რა ძირითადში ტიპი ძლივს დარბოდა ავსტრიასთან რომ შემოვიდა მსუქანია ჯერ გახდეს და ისე დაუძახონ ნაკრებში
ის დაბრუნდა
ესჰინოდეთ მესის და რონალდოს და მიასხა იუვეს 90 მილიონიან ტრანსფერს ხო კიდე მაქსიმუმ ზამთრის სანტრასფერომდე იყოს პოგბაას ტრანსფერი ყველაზე ძვირიი მერე ეს გადადის რეალშიიიი :დ

კობახიძე ტაქტიკურად საკმაოდ განათლებული ფეხბურთელიაო ცხადაძემ. ბოლო ტურებია ძალიან კარგ ფორმაშია და უკრაინაში ტურის სომბოლურებში ხვდება. იმსახურებს ეგ უნდა იყოს შეტევაში ჯანოსთან და ვაკოსთან ერთად საყრდენებად კი კვეკვესკირი დაუშვილი
კობახიძეს რაც შეეხება, მაგ ფეხბურთელის გამოყენება შეიძლება მხოლოდ მარცხენა(!) ფლანგზე. სადაც მისი დავალება იქნება ფლანგის კონტროლი(დაცვის დახმარება), გარღვევები და ჩაწოდებები. ამის გაკეთებას განსაკუთრებული ინტელექტი არ სჭირდება, ამიტომ ამ დავალების შესრულება შეუძლია.
როგორც კი მარჯვენა ნახევარმცველად დააყენებენ, კობახიძის სარგებელი გახდება ისევ 0.
კობახიძე ვერ აწვდის მარჯვენა ფეხით. მარჯვენა ფლანგზე თამაშის დროს, მისი ფუნქცია ხდება მარჯვნიდან ცენტრისკენ შემოსვლა და დარტყმა ან პასის გაკეთება. ამ კომპონენტში არაა კობახიძე ძლიერი.
კობახიძე უნდა დააყენო ან ცენტრში ან მარცხენა ფლანგზე და გამოიყენო მისი სისწრაფე/ენერგია. მოკლედ, რომ ვთქვათ, უნდა არბენინო ცხენივით.
ვერ დაგეთანხმები, კობახიძის საფეხბურთო ინტელექტი ყველაზე კარგად საყრდენის პოზიციაზე უნდა გამოვიყენოთ და ამ ინტელექტის მარცხენა ფლანგზე განიავება უბრალოდ დანაშაულია
ერთი პრობლემაა. კობახიძეს საფეხბურთო ინტელექტი არ აქვს
)))
დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ
ცხადაძემ სრულიად საპირისპირო თქვა არადა
არვიცი ცხადაძემ რა თქვა, მაგრამ უინტელექტოაო -ამას რომ არ იტყოდა, ეგ ისედაც გასაგებია.
ისიც გასაგებია, რომ კობახიძე ძალიან მოგწონს, მაგრამ თქვი რომ სწრაფია, მოძრავია, კარგი გამძლეობა აქვს და მაქსიმუმ - ძლიერი დარტყმა.
მაგრამ საფეხბურთო ინტელექტი? ძალიან შორსაა.
აი ჭანტურიას რაც შეეხება, ვინ თქვა რომ ჭანტურიას საფეხბურთო ინტელექტი აქვს? თუმცა კობახიძეზე უკეთ ნამდვილად აზროვნებს.
ჯანო ფორმაშია.
ჭანტურია ნელ-ნელა ჩაჯდა ძირითადში და დღეს გოლებიც შეყარა, კარგია.
ოქრიაშვილმა ჩემპიონატის მატჩში კარგი გარღვევა და პასი გააკეთა, რასაც პენალი მოჰყვა და მაგით მოიგო კრასნოდარმა. დღეს, თასის მატჩში უკვე ძირითადში იყო და საგოლე პასიც გააკეთა, მეორე გოლზე.
კობახიძეც კარგ ფორმაშია. შეიძლება მისი გამოყენებაც.
ვაკოს ამბავიც უბრალოდ დროის საკითხია.
ვაა, საღოლ გიორგის. ციმბირულ გარჩევებში უყოჩაღია...
იქნებ ჩემპიონატშიც თქვას თავისი სიტყვა.
უეჭველი ძირითადში ირლანდიასა და უელსთან, ზუსტად ზედ დაადებს მაგათ ჟილკას, დროა ნაკრებში 2 ფორვარდით ვითამაშოთ
ირლანდიასთან ჯანო ვაკო ოქრი ჭანტურია და 6 კაცი დაცვაში
რაც არ უნდა იყოს ჩელიაბინსკი.... ცსკამ და სპარტაკმა კი წააგეს და დავუფასოთ ჭანტურიას გოლები და მოგებული თამაში. ეს ტოპ გუნდები თუ გავარდნენ იქნება ურალი გავიდეს თასის ფინალში
Warmatebebi gio, ase gaagrdzele da male uketes klubshic gadaxval...
წამოსულა დამცინავი კომენტარები.მაგას ჯობია წარმატებები ვუსურვოთ!!!!!
წარმატებაც ვუსურვეთ და მის ყველა გატანილ და კარგად ნათამაშებ თამაშზე ვაქებდით და სტატიასაც უძღვნიდნენ მარა რათგინდა. გამოვიდა ავსტრიასთან გუნდი აგებდა და 40მეტრიდან დაარტყა. არაპროფესინალია და არიცის მაგ კაცმა გუნდური თამაში.იგივე გზას ადგას არაბიძე და მიტო არ თამაშობს არცერთ ასაკობრივ ნაკრებში.მესებიი.
მაგას მართლა არავინ იკისრებდა ალბათ. ბოლო წუთებია, ჩვენ მიგვყავს თამაში, ვაწვებით, ბურთს ვაკონტროლებთ და მასტმა საიდან დაარტყა...
გასუქებული იყო ვერ დარბოდა და დაარტყავდა აბა რასიზავდა
ვინც შემოუშვა ეგ მოედანზე ის იყო საგინებელი

ძალიან ვერიდები ხოლმე ქართველი ფეხბურთელების გინებას და მაგ დროს თავი ვერ შევიკავე.
არა ძმა, მას შეუძლია ინდივიდუალურად 10 წუთშიც შექმნას მომენტი, ნუ თუ არ ათამაშებ ვერც ნახავ
შევჩეს ჩემგან მიულოცეთ.
მწვრთნელის საყვედურმა უშველა მგონი.
ძველით ახალ წელს უწევს კიდე გოლის გატანა კამაზთან
აბა ხოუნდა ამ ორ გოლს აღნიშვნა და ქეიფი პლიუს ფეისბუქ სტატუსებსაც იმხელა დრო მიაქ კი არ ეცლება ამას კაი ხანი



ვულოცავ სრულიად საქართველოს, ჰეითერებმა ბოღმა გულში ჩაიკლან. ყოჩაღ გიო, თასის ბომბარდირი უნდა გახდე და დაამტკიცო რომ არანაკლები ხარ იმ ხალხზე ვინც თავის დროზე ბარსელონაში შენს მაგივრად დაიტოვეს.
ხუმრობის გარეშე დაწერე ეს?DD
შენი აზრით?
)))
ოო, "შევჩეს" გაუხარდება.....
რუსების ზემოდან მესამე ლიგაშია ეს გუნდი. საზომად არ გამოდგება. ისე კი კარგია რო გუნდში მოხვდა. როგორც ჩანს ნელნელა უმატებენ სათამაშO დროს. ეს სასიხარულოა. წარმატებები, გვჭირდება ნაკრებში გამარჯვების ტალღაზე მყოფი ფეხბურთელები.
ღიპი ცოტა დაუგდია
სამი თვე ეყოფა ეს გოლები,მერე კიდე გამოანათებს.
გაუჭირდება))
კარგია . წარმატებები სხვა მატჩებში